Kazantip – vlog3

Advertisements
Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

channels from my subscriptions list vol 1

http://youtu.be/O8sfXD0VhvY?list=UUSSmjTJUSLxWwGUvtccqJyg

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

1ST VLOG EVER

ვიდეო | Posted on by | დატოვე კომენტარი

კაზანტიპი/ჩემი რეალობის რეალური ალტერნატივა (Kazantip / my real alternative to reality)

ყველაფერი ძალიან შემთხვევით დაიწყო მე და ნინამ (ჰო, ნინა ჩემი მეგობარია) გადავწყვიტეთ კაზანტიპზე წავსულიყავით,ერის რეაქციის და ოჯახებიდან წამოსული ზედაპირული თუმცა რეალურად არსებული წინააღმდეგობისა ჩვენს სურვილს წინ ვერაფერი დაუდგებოდა.სახლში რაც ეს იდეა გავაჟღერე დედაჩემმა აქტიურად დაიწყო ყოველ საინფორმაციო გამოშვებისას ჩემი სახელის ძახილი “მოდი, ნახე სად აპირებ წასვლასო”, რაზეც სრულიად მშვიდი ტონით ვპასუხობდი: პიარია ეს ყველაფერი ქართველი დამშეული მამრების მოსაზიდად, ძირითადად ფულიან ბიძერებზეა გათვლილითქო.რათქმაუნდა დედა დედაა და მისიც მესმის, თუმცა საკმაოდ ჯიუტი ვარ ალბათ. მიზანს რომ ვისახავ იშვიათად აზრი რამემ შემაცვლევინოს.მოკლედ, როგორღაც ერთ-ერთი უძრავი ქონების საიტზე მივაკვლიეთ ქალბატონი მაიას ნომერს. კარვების ქალაქი რათქმაუნდა ძალიან კარგია როდესაც ფული გაქვს, როცა კარვები ჩრდილში დგას, როცა მუსიკა არ გაწუხებს მაგრამ ანაკლიის კარვების ქალაქს ვინაიდან მსგავსი დადებითი მხარე არ აღმოაჩნდა, ჩვენი კარავით გადავწყვიტეთ წასვლა.კარვით იმიტომ რომ ბინები არ ვიცოდით რა ღირდა, თუმცა დარწმუნებულები ვიყავით ჯობდა არც გაგვეგო.გადავწყვიტეთ კარავსთვის მიწა გვექირავებინა რომელიმე მობინადრეს ეზოში რადგან ელემენტარული ჰიგიენის საშუალება გვქონოდა და ამასთანავე თავისუფლად დაგვეტოვებინა კარავი იმ იმედით რომ არავინ გაგვძარცვავდა.მინდა გითხრათ რომ აღმოჩნდა ამაში გაგვიმართლა, ღამეში სულ რაღაც 5 ლარი ერთი ადამიანი 10 დღეში იმაზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა ვიდრე შემდგომში ფესიტვალზე დამეგობრებული ჩემი ბევრი უცხოელი მეგობარი იხდიდა დღეში.

იქიდან გამომდინარე რომ რეალურად თითქოს გზების ჩაკეტვის საშიშროება არსებობდა ანაკლიაში დათქმულ დღეზე ადრე ჩავედით.დაბინავების შემდეგ ტერიტორიისკენ დავიძარით თუმცა აღმოჩნდა მხოლოდ ორგანიზატორთა ჯგუფს შეეძლო გახსნამდე ხიდზე გადასვლა რადგან ჯერ კიდევ სამუშაოები მიმდინარეობდა,ასე რომ კუდამოძუებულები და 20 რიცხვის მოლოდინში უკან გამოვბრუნდით.გზად გადავწყვიტეთ ბარში შეგვეარა.საჭმელს გარე ტერიტორიაზე იმ პერიოდში ძნელად თუ სადმე შეხვდებოდით.ერთადერთი ბარი ვიპოვნეთ ნატოს ბარი ერქვა, ყველაფერი ნორმალურ ფასებში ჰქონდათ თუმცა ხალხის რაოდენობას ვერ აუდიოდნენ, თუ მრეცხავის პრობლემა იყო სამზარეულოში არვიცი, რამდენჯერმე მოგვიწია სისუფთავეზე შენიშვნის მიცემა.

იქამდე სანამ ჩვენ ზღვაზე გავდიოდით და უკრაინელ ტურისტ მეზობელთან ერთად ვერთობოდით.ეზოში კარვებიც მომრავლდა თბილისელები, აზერბაიჯანელები, რუსები და უკრიანელები უცებ ერთ ოჯახად ვიქეცით თითქოს, ერთად ვსვამდით და სადილსაც ერთად ვამზადებდით, თუ გვეზარებოდა შაურმას გეახლებოდით ხოლმე რომელიც ჩემთვის და ნინასთვის 5 და დანარჩენებისთვის რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო 10 ლარი ღირდა.ეზოს გარეთ კი ამასობაში კაფე-ბარები თვალსა და ხელს შუა წამოიჭიმა.მინდა გითხრათ რომ ქართველი ადამიანები რომლებიც 24საათის განმავლობაში დაუზარლად მუშაობდნენ ამ ორ დღეში პირველად ვნახე. რაც ძალიან მესიამოვნა,ისიც ვიფიქრე რა კარგია ალბათ როდესაც ამდენი ადამიანია დასაქმებული, ყველა ფუსფუსებს, ყველა ცდილობს მოასწროს.მონდომებულები დაუზარლად შრომობდნენ,ნეტავ ბევრ სხვა დარგშიც ასე თუ შეგვიძლია მუშაობა?!ჩემი მეგობრებისგან მსმენია საზღვარგარეთის ქვეყნებზე ყველამ თავის საქმე იცის საათივით წიკწიკებს ქვეყანა ისეა აწყობილიო, თითქმის ეგ გრძნობა მქონდა რომ საათივით აწყობილ ქვეყანაში მოვხვდი და როცა ვაცნობიერებდი ეს ქვეყანა ჩემი იყო ორმაგად მსიამოვნებდა.

20 აგვისტო დღე I

უზარმაზარ რიგში ვდგავარ, ჩემები გვიან გამოვიდნენ და ცოტა მოშორებით არიან.ჯებირების აქეთ-იქიდან პოლიციაა, ჩემს გვერდით მდგომი სამი ბიჭი მარიხუანას ახვევს.რამდენიმე წუთი პოლიციას ვუყურებ, მერე ისევ ბიჭებისკენ ვბრუნდები რომლებიც თან ეწევია და თან სელფებს იღებენ ვიზა დეპარტამენტის წინ ამდენ ხალხში,უცებ არვიცი საიდან ან რატომ აღმომხდა: “მეც მომაწევინეთთქო”. ვდგავარ.ნაფაზს ვურტყამ და ვფიქრობ.აი, ალბათ ესაა კაზანტიპი.

ველოდები რომ ვიზის აღებისა და ხიდზე გადასვლის შემდეგ მართლა სრული თავისუფლება დამხვდება, რაღაც საოცარი სამყარო, შესაძლოა ისეთიც კი ჩვენი საპატრიარქოსგან მართლა გმობის ღირსი რომ არის. თუმცა არვიცი რა დამხვდა, რომ გადავედით უბრალოდ ბევრი ფერადი ადამიანი იყო,ბედნიერი სახეებით, დადებითი მუხტებით მერე ალკოჰოლის გარკვეული დოზა მივიღე, გარკვეული არა, დიდი.

21 აგვისტო.

გუშინდელი მოვლენები ბუნდოვნად მახსოვს, ერთი რაც მახსოვს ერთი ტიპია საყურეებიანი და ტატუებიანი. რაღაცნაირად მომწონს, ხო მახსოვს რომ მომწონს ეს ბიჭი და წარმოგენა არ მაქვს რა ქვია ან ვინაა.

გახსნა არ ყოფილაო ეგეც მახსოვს რომ თქვეს, მახსოვს კიარა დილას მითხრეს უკვე.ნიკიტა ხალხის გარკვეულ რაოდენობას ელოდებაო.პლიაჟზე გავდივარ,პლიაჟიდან საქანელაზე ვინაცვლებ,მერე ჰამაკში,მერე პუფზე,მგონი ყველა საშუალება ვცადე დამეძინა თუმცა უშედეგოდ.ცხელა ანაკლიაში, ძალიან ცხელა.

ცივი ყავა 10 ლარი – რაღაც უზარმაზარი ბამბუკის ჭიქით გამიკეთეს, არაა ძვირი მთელი ორი საათი სადაც ვიარე თან ვატარე ეს ჭიქა და ვსვი იმხელა იყო.

ა,ხო, დამავიწყდა მეთქვა, ჟენიაც მახსოვს გუშინდელი დღიდან! უფრო სწორად, ისიც დილას გავიცანი.ვიღაც ქართველი ტიპები ამეკიდნენ საშაურმეში.ჰოდა ავდექი და რომ ვერაფერი მოვიფიქრე და ისეთი დრო იყო ხალხიც ნაკლებად დადიოდა შემთხვევით გამვლელი ბიჭისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე. თან ვუთხარი გეხვეწები მიშველე რამეთქო.მანაც მაგრად მიშველა,ხელი გადამხვია და ის უზარმაზარი ძლივს გადმოვლილი ხიდი უკან გადამატარა.მერე როცა გაიგო ხიდს აქეთ ვცხოვრობდი საათვალეების საყიდლად გამიყოლა, არადა მეგონა მაცილებდა.

არა, ჟენია კაი ბიჭია,უკრიანელი 22წლის ბიჭი რომელიც კაზანტიპზე პირველად საქართველოში ჩამოვიდა,თან მარტო.საერთოდაც ეს უკრაინელები ძალიან კარგი ხალხია,აი მაგალითად ზაპრავკა ბარის სასტავი და ვინც იქ დადის ის ხალხი.ქართველს შეხედავ თუ არა ეტყობა რომ ქართველი მამრია, ამაზრზენად ყველას ზედ ეკიდება.დღეს რამდენიმე გოგომ მკითხა როგორ უნდა ვუთხრათ ქართულად რომ შეგვეშვანო, მეც გააჯვი ვასწავლე.ოღონდ დავაყოლე ეგ არ უთხრათ ზოგი შეიძლება გიჟი ქართველი აღმოჩნდეს და გცემოთთქო.

22 აგვისტო

საშინლად ვარ ფიზიკურად და სასწაულად კარგად ემოციურად.ნინაც ბედნიერია რიკარდო ვილიალობოსო უკრავდა გამთენიას.დასიებული კოჭების, ჩასისხლიანებული თვალების და იმის მიუხედავად რომ არ ვიცოდი რა წამს შეიძლებოდა წავქცეულიყავი მთელი დილა ვიცეკვე.თან ცრემლები მდიოდა ცუდათ ყოფნისგან,თან ბედნიერი ღიმილი არ მშორდებოდა.

საღამოს ქსუშა გავიცანი ზაპრავკზე. ქსუშა სხვათაშორის ცნობილი რუსი მოდელია რომელიც გაქურდეს და ბარში ცხოვრობს.უფულოდ დარჩენილს ზაპრავკა ბარის ბიჭები პატრონობენ და ძილით პუფებზე ძინავს ბარში.მანამდე ბარს გარეთ ტერიტორიაზე ჩაეძინა და მობილური და ფული ამოაცალეს, დიასახლისმა კი რომელსაც უთხრა რომ დააყაჩაღეს ბინიდან გამოაგდო, წინა საღამოს კინაღამ ტაქსის მძღოლმა გააუპატიურა რის შედეგადაც ფეხზე ორი თითი მოიტეხა და პატრულიან-ექიმებიანად ყველა იცნობს.ვისმენდი ამ გოგოს ისტორიებს და მრცხვენოდა, ძალიან მრცხვენოდა ყველას მაგივრად.ვუმეორებდი რომ თბილისში უნდა წამოსულიყო და მიხვდებოდა რომ ქართველები ასეთები არ ვართ,თვითონ კიდევ იცინოდა და მპასუხობდა შენ უეჭველი ნარევი სისხლი გექნება თორემ მე ვინც გავიცანი ყველასი მეშინია ქართველისო.ჰოდა ვიჯექი ასე მთელი ღამე ბარში ამ გოგოსთან ერთად ვსვამდი და მასთან მოსეულ თაყვანისმცემლებს ვიგერიებდი სხვადასხვა ხერხით.ეს ქართველი ბიჭები ასეთი სასაცილოები და უთავმოყვარეოები მაინც არ მეგონენ,ზოგი ვითომ უცხოელი იყო ინგლისურად ესაუბრებოდა, ზოგი ვითომ მე მიცნობდა მოდიოდა და ვითომ შენთან ვართო.მე მათ ვიგერიებდი, ზაპრავკის ბარმენი ბიჭები კი ჩემი მოგერიების შედეგად განრისხებული მამაკაცებისგან მიცავდნენ.რამდენჯერმე ისეთი აგრესია წამოვიდა და ისეთ შეურაცხყოფებზე გადმოვიდნენ მარტო იმიტომ რომ არ გავეცანით პატრულის ჩარევა დაგვჭირდა.

23 აგვისტო

დილას ხიდიდან რომ უკან ვბრუნდებოდი მეგობარი შემხვდა რომელმაც მითხრა ჰაშიშს ვეწეოდი გუშინო, ცოტა გამიკვირდა. მე მას მერე მოსაწევიც კი აღარ მინახავს თვალით ვიზა დეპარტამენტის წინ რომ მოვწიეთ.არც მოსაწევი მინახავს და არც ის ბიჭები.

ხალხის გარკვეული ნაკადი იმის მაგივრად რომ ჩამოსულიყო უკან მიდის,უცნაურია.თუმცა უცხოელებისთვის ისეთი ფასებია არაფერი არაა უცნაური.18ლარი ხაჭაპური, 35 ლარი მწვადი და ყველაზე სასაცილო მაგრამ შოკის მომგვრელი ჩეჩმა ტუალეტი 1,50. ხალხის გარკვეული ნაკადი გააკოტრეს და წავიდნენ, წავიდნენ მათ შორის ბევრი მობილურ დალომბარდებული ქართველი ბიჭებიც და ჰაერის შედარებით ადამიანურად სუნთქვა შესაძლებელი გახდა.

საღამოს კიდევ გავიგე რაღაც ნარკოტიკებზე რომელიღაც ბარის მეპატრონე ახდენს რეალიზებასო ოღონდ მხოლოდ შინაურებზე ხდება გავრცელებაო, მეც ჩემს გაშინაურებულ ბარმენ ბიჭებს მივაშურე და სანამ რამეს ვიკითხავდი მაცივარზე დიდი ასოებით მიწერილი “ნარკოტიკავ ნეტ ი ნი ბუძიტ” დამხვდა.ბართან ჩამოვჯექი და კოკა-კოლა მოვითხოვე რაზეც რამდენიმე ბარმენმა გაოცებულმა გამომხედა ხომ კარგად ხარო, არამეთქი.არც ვიყავი.რამდენიმე წუთში კანკალი დამაწყებინა, ჩემს ბედზე ქსუშა გამოჩნდა რომელმაც ერთ-ერთი ბარმენის დახმარებით ექიმთან წამიყვანა.აღმოჩნდა სიცხე მქონდა, წამლები დამინიშნეს. ბარში მობრუნებულს პლედი მომახვიეს და წარმოდგენა არ მაქვს საიდან რამდენიმე წუთში ცხელი ჩაი მომიტანეს, სახლში არ გაგიშვებთ სუსტად ხარო და ჩვენ სამუშაო საათები არ დაგვმთავრებია რომ გაგაცილოთო.პუფზე მომათავსეს და დამეძინა,რამდენიმე საათში გამეღვიძა სმენას მორჩენილი იყვნენ და მე მელოდებოდნენ, გავიღვიძე თუ არა საჭმელად წამიყვანეს, ნიმესილები მიყიდეს და სახლამდე მიმაცილეს.იმ წუთას იმხელა სიცხე მქონდა ვერ ვხვდებოდი რამდენად დიდი სიკეთე იყო მსგავსი საქციელი იმ ყველაფრის ფონზე როგორ ხამებივითაც იქცეოდნენ ქართველი კაცები მათი ქვეყნის წარმომადგენელ ქალებთან.

24 აგვისტო

სიცხე მაქვს და მძინავს მთელი დღეა, გუშინ მგონი გახსნა იყო თუ დღეს იყო აღარც ვიცი.საერთოდ აღარ ვიცი როდის მძინავს და როდის მღვიძავს.ფერების ფესტივალი გამოვტოვე და გული მწყდება, აი გახსნაზე ნამდვილად ვიყავი მახსოვს მაგრამ დღეს თუ გუშინ არ ვიცი..

25 აგვისტო

მთელი დღე მეძინა.ჟენიამ დამირეკა რამდენჯერმე თორემ არც ვაპირებდი კაზანტიპის ტერიტორიაზე გადასვლას.რაღაც მოწია თუ დალია თუ რა ქნა არვიცი, თუმცა ფაქტია რაღაც სასწაულის ზემოქმედების ქვეშ იყო.გიჟივით დარბოდა და დახტოდა, მეც უკან დავსდევდი იმის შიშით რომ პატრულს არ დაეჭირა, ხმები გავრცელდა თითქოს რამდენიმე ადამიანს დაატოვებინეს ტერიტორიაო,ისიც თქვეს ვიღაცეებს კარვებში შეუვარდნენ მოსაწევის გამოო.მოკლედ 3საათიანი სირბილის შემდეგ ძლივს მივიყვანე თავის კარვამდე და იმდენი ველაპარაკე სანამ არ ჩაეძინა.შემდეგ გამოვიპარე და მთელი დილა UFOში ვცეკვავდი.

26 აგვისტო

დღეს ან ხალხი დაცოტავდა ან ტოპლეს გოგოების ნაკადი ჩამოვიდა. აქამდე არავინ შემხვედრია და უცებ რამდენიმე ვნახე.

მეინსტეიჯთან რაღაც ცოტა ხალხია, იმდენად ცოტა რომ ტეხავს. თუმცა ჯიგიტების ნაკლელობა უფრო ფერადს და სასიამოვნოს ხდის აქაურობას, დღეს ქსუშა მეჯვარე იყო და ქორწილს დავესწარი ე.წ ფასტ მერიდს, ძალიან ლამაზი სანახავი იყო შეყვარებული წყვილები,ზოგი უკვე ცოლ-ქმარი, მეგობრები, ადამიანები გოჭთან, საკუთარ ფუმფულა დათუნიასთან, ჯეკ დენიელსის ბოთლთან ქორწინდებოდნენ ორიგინალურად გამოწყობილები და მოუწოდებნენ ხალხს “ლუბიწე ანო ტავო სტოიტო” .

27 აგვისტო

ჟენია გაძარცვეს, პირდაპირ კარვიდან მოპარეს ყველაფერი სანამ ეს გასული იყო, მთელი დღეა პოლიციაშია რომელიც უმტკიცებს რომ სავაუაროდ მთელი ჩანთა ტანსაცმელი და ნივთები ზურგზე ჰქონდა მოკიდებული ღამე დასალევად გამოსულს და სადღაც მიკარგა.

საშინელებაა უბრალოდ ის რაც აქ ხდება, სირცხვილია და სხვა არაფერი.

28 აგვისტო

ჩვენი ეზო დაცარიელდა.დარჩა მხოლოდ ერთი კარავი და მასში ორი გოგო:მე და ნინა.საერთოდაც ძირითადად ის ხალხი მიდის ვინც სხვა რამეს ელოდა და სხვა რამე დახვდათ.არ მესმის რატომ ეგონათ რომ ფეხებგადაფაჩხული უკრაინელი ნაშები მთელი ცხოვრება მათნაირ მამაკაცებზე ოცნებობდნენ, მითუმეტეს მაშინ როცა თვითონ ბევრად უკეთესი კაცები ჰყავთ გინდ ვიზუალურად, გინდაც ქალისადმი პატივისცემის მხრივ. მერვე დღეა გაოგნებული ვარ ქართველი ბიჭების ხამობით.ვინც კი გავიცანი ყველა ამბობს რომ აღარ ჩამოვა. სავარაუდოდ ნიკიტასაც ეუბნებიან.ცუდია თუ კაზანტიპი აღარ იქნება, მაგრამ არ ვიმსახურებთ.არ ვართ ჯერ ეტყობა მენტალურად მზად ამ დიდი საყოველთაო ზეიმისთვის.

29 აგვისტო

8 დღე ვიძახე რომ მარტო ქართველი კაცები არიან ხამებითქო და დღეს ერთი რუსი კინაღამ მივაკალი ბართან, უბრალოდ იმდენად მთვრალი იყო სიბრალულს უფრო იწვევდა ვიდრე აგრესიას, სახე წაშლილი ჰქონდა, ფეხზე ძლივს იდგა. სასმელს სასმელზე მყიდულობა და მიმეორებდა “ვსო შტო პაჟილაეშ, ია პროსტა ხაჩუ წიბა ლუბიწო”.

ასე ქართველი ბიჭი რომ მოქცეოდა უკრიანელ გოგოს ალბათ არც მათ მიმართ გაუჩნდებოდათ შიში და აგრესია.მიუხედავად თავის სიმთვრალისა როცა გავაგებინე რომ მის მიმართ ინტერესი არ მქონდა ხელი ჩამომართვა და დამემშვიდობა.

30 აგვისტო

დასასრული.

დამთავრდა კაზანტიპი,რომელიც საქართველოში ან იქნება ოდესმე კიდევ ან არა.

იმედგაცრუებული კაცების არმია და რამდენიმე კმაყოფილი ადამიანი რომელმაც რეალურად შეიგრძნო რა არის ბედნიერება, რა არის კაზანტიპის არსი და როგორ შეიძლება ორი საათის გაცნობილ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ და აფასებდნენ თბილისში დაბრუნდა.წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში დამფრთხალი გოგონებიც და ფასებით უკმაყოფილო ბიჭებიც, რომლებსაც ქართულ სტუმარ-მასპინძლობაზე, მეგობრობაზე და ქალის პატივისცემის კულტზე რადიკალურად შეეცვალათ წარმოდგენა.

ანაკლიაში ფასებმა ალბათ ისევ დაიწია, ბარები და მაღაზიებიც ალბათ აიღეს.არვიცი, არ მიკითხავს.

თუმცა ერთი ვიკითხე როდესაც ზაპრავკის ბიჭები ბოლოჯერ ვნახე თბილისში და ვემშვიდობებოდი ვკითხე: და მაინც რა არის კაზანტიპიმეთქი.

“კაზანტიპი ყველასთვის ინდივიდუალურია, ყველა ადამიანს თავისი კაზანტიპი აქვს, თავისი შინაგანი სიგიჟე და თავისუფლებაო.”

აბსოლიტურად გასაგები გახდა ჩემთვის რატომ აქვს კაზანტიპზე ყველას თავისი მოსაზრება, ყველას თავისი მოგონებები და ყველას სხვადასხვა ვერსია როდესაც რამეს ჰყვებიან.ეს მათი პოზიციაა, მათი კაზანტიპი ისეთი იყო.

მე პირადად საოცრად მეგობრულ-ალკოჰოლურ-პოზიტიური კაზანტიპი მქონდა.

ალბათ ჩემი რეალობის რეალური ალტერნატივაა ასეთი და ამიტომ.8001

Posted in Uncategorized | %(count)s კომენტარი

არც თუ ისე მხიარული არდადეგები

ყველაფერი ძალიან სპონტანურად დაიწყო, ერთ მშვენიერ ან არც თუ ისე დილას მეგობარმა მომწერა უწერაში წავსულიყავი.პირველად მომიწია ავტოსტოპით მარტო მგზავრობამ მაგრამ “შინ” მშვიდობით დაბრუნებულს კიარადა ჩაღწეულს მშვენიერი ცივი ლუდი და რაჭული ლობიანი რომ მომაჩეჩა, რიონის დინებას რომ ვუყურებდი და თავზე კავკასიონიც დამცქეროდა მივხვდი სასაყვედურო ნამდვილად არაფერი მქონდა.

მშვენიერი წყნარი დასვენება გამომივიდა, მდინარეში ვბანაობდი, ვსაუზმობდი, წიგნს ვკითხულობდი, ვბანაობდი, ვსადილობდი, წიგნს ვკითხულობდი, საღამოს კოცონთან ვისხედით ლუდს ვწრუპავდით და ცხოვრების ამაოებაზე, ლიტერატურაზე და ათას იმ თემაზე ვსაუბრობდით მეგობრები რომ განიხილავენ ხოლმე. ნუ კაცების და ქალების გარდა, რადგან გენდერული ბალანსი დაცული გვქონდა და მეც ნაკლებად მაინტერესებდა მისი მდედრები და მას ალბათ მით უფრო ნაკლებად ჩემი იმიტირებული მამრების რიგი,ყველაზე საოცარი ალბათ მაინც ისაა რომ 11საათზე უკვე მეძინა და დილას 7ზე ვიღვიძებდი ძროხების ზარების ხმაზე.

უწერაში რამდენიმე დღიანი ნეტარი დღეების და საღამოების შემდეგ ფეხით და ავტოსტოპით მოვიარეთ თითქმის მთელი რაჭა, შემდგომ ლეჩხუმი და ბოლოს ქუთაისიდან თბილისისკენ ავიღე გეზი.ნუ დამწვარ დახრუკული რომ ვიყავი და ამ დამწვარი ზურგით ჩანთის თრევა მიწევდა სიარულისას, თან ლაშქრობებში გამოუცდელს თხელ ძირიანი კეტები რომ მეცვა რომელშიც არათუ ყველა ქვას და კენჭს მიწის სიმხურვალესაც კი ვგრძნობდი ამის კვალობაზე თვის ტირილებიან ისტერიკებიანად მშვენივრად ვიარე ქუთაისამდე.

ისე იმ ლანჩხუთის ტყის ბოლოს სოფელში შესვლამდე მანქანა რომ არ მოგვწეოდა შეიძლება იქვე დავრჩენილიყავი უკვე ისე ცუდათ ვიყავი, მაგრამ არ გაგიმართლათ და მშვენივრად ჩამოვაღწიე.

შემდეგ უკვე მთელი აგვისტოს გეგმები აიბურდა, თითქმის ყველა შანსი რომ სადმე დასასვენებლად წავსულიყავი რაღაც საოცარი ძალების ჩარევით მალევე სადღაც ქრებოდა და დავრჩი ასე დედაქალაქის მხურვალე მზის ამარად.

მეგობრების უმეტესობაც გაიქცა ქალაქიდან, თავს უშველეს რა ენაღვლებათ 😀

ვიჯექი სახლში და წიგნს ვკითხულობდი ხოლმე, ან სადმე ლუდის ბარში გავდიოდი და ქალაქში დარჩენილ ჩემნაირ არც თუ ისე ბედნიერ ნაცნობებთან ერთად ლუდს ვსვამდი და ვსაუბრობით ან ვთამაშობდით ან… ნუ მოკლედ არაფერი განსაკუთრებული.

აი, გუშინ გავიგე რომ biaff2014 აკრედიტაცია ავიღე, წერილი რომ მომივიდა აღარ ვიცოდი სიხარულით რა მექნა, მერე რა რომ ეს ყველაფერ სექტემბერშია. წარმოგიდგენიათ ფილმების ფესტივალი, ჩემნაირი ფილმებზე შეყვარებული ადამიანისთვის რამხელა რამეს ნიშნავს?! აჰ, არა, ზუსტად ვიცი ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა. მოკლედ ფესტივალზე მივდივარ, თან ბათუმში. (სხვათაშორის ამის შესახებ ბევრს დავწერ კიდევ იმიტომ რომ ფესტივალი უნდა გავაშუქო).

აი, დღეს კიდევ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა რომ Kazantipზეც მივდივარ 19 აგვისტოს ანაკლიაში.ამბობენ რაღაც ძალიან გრანდიოზული იგეგმებაო. განსაკუთრებით 23 აგვისტოზე არის აქცენტი, რა იქნება მაგასაც გეტყვით როცა გავიგებ. იქიდანაც მოგიყვებით თუ დრო მექნა ამბებს.

მოკლედ ასეა ჩემი არდადეგების ამბავი.

არც თუ ისე მხიარულად მაგრამ რაღაცის მოლოდინში ვარ, რაღაც კარგის და საინტერესოების, ორ ძალიან მაგარ ფესტივალს ვესწრები ბოლობოლო სადღაც 2კვირის შუალედში, სასიამოვნო ზაფხულს გისურვებთ 🙂

 

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

წყალი – ონკანამდე

Gwp Tour

როდესაც ქალაქში ივლისის შუა რიცხვებია და მზე არათუ გწვავს უკვე გღვენთავს კიდეც, პირველი და ხშირ შემთხვევაში უკანასკნელი რაც თავში გიტრიალებს წყალია.

წყალი – დასალევად, წყალი – დასაბანად, წყალი – ყინულების დასამზადებლად, წყალი – ცივი ყავისთვის, საჭმლისთვის, სარეცხისთვის, წყალი,წყალი, წყალი და ტავტოლოგია. ეს უკანასკნელი უბრალოდ ამდენი წყლის ხსენების შემდეგ ავტომატურად ამომიტივტივდა გონებაში და არ შემეძლო ზურგი მექცია ისე რომ არ დამეწერა.ოდესმე მაინც თუ გაგჩენიათ კითხვა რას ვსვამთ, ან რამდენად სუფთაა წყალი რომლითაც ვცდილობთ ჰიგიენის დაცვას მაშინ ალბათ წარმოიდგენთ რაოდენ დიდი ცნობისმოყვარეობის მოკვლის საშუალება იყო ჩემთვის როდესაც Georgian water and powerმა მედია ტურში მონაწილეობა შემომთავაზა, რომელზეც რათქმაუნდა დავთანხმდი.

10 ბლოგერი დიდი, გრილი და კომფორტული ავტობუსით ღრმაღელის ცენტრალური  ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის, ნატახტარის და საგურამოს წყლასადენების და ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მოსანახულებლად გავეშურეთ, საოცრად დადებითი და კეთილი გიდის ბატონი ნიკოლოზ კაკუშაძის წყალობით რომელიც GWPს ქსელების მართვის ჯგუფის უფროსია,ინფორმაციულად დატვირთული და ამავე დროს მხიარული ტური გამოგვივიდა.შევხვდით ადამიანებს რომლებსაც იმდენად უყვართ თავიანთი საქმე და იმდენად დაუზოგავად შრომობენ ჩვენი ქალაქის წყალმომარაგებაზე ყველა უცენზურო აზრი და ფიქრი მოვინანიე რაც კი წყლის არ ქონის დროს გამჩენია გონებაში.როგორც ბატონმა ნიკოლოზმა განაცხადა ამ ეტაპზე თბილისის ძველ საზღვრებს წყალი 24საათის რეჟიმში მიეწოდებათ თუ არ არის ელექტრო ენერგიის მხრივ რაიმე შეფერხება ან ავარია, წლის ბოლომდე მოსალოდნელია ქალაქის სრული დაფარვა.

ღრმაღელე – გთხოვთ გაანთავისუფლოთ ვაგონები!

ამ შემთხვევაში მიკროავტობუსი ან უფრო გონება ილუზიებისგან რომ თქვენი წყლის ხარისხზე არ ზრუნავენ.ღრმაღელის ცენტრალური  ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია ეს არის ის სადაც ხდება ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები,რომელსაც ნედლი წყალი სასმელ წყლად გარდაქმნის პროცესში გადის.ლაბორატორიის სპეციალისტები აკონტროლებენ სასმელი წყლის ორგანოლეპტიკურ,ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებს და პარამეტრებს.ასევე ქლორის დოზირებას და სასმელ წყალში ქლორის შემოწმებას.

შემდეგი გაჩერება ნატახტარი.

ნატახტრის წყალსადენი 1933 წელს გაეშვა, ნატახტარში სამიჯნე კამერები ვიხილეთ რომელშიც წყალი შემოდის და შემდეგ ნაწილდება ან იტბორება, 80კმ სიღრმიდან ექაჩება დანადგარი წყალს, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და მეთვალყურეობენ წყლის სისუფთავეს და ხარისხს მუშები რომ ონკანში წყალი მუდმივად გვქონდეს.თავს არ ზოგავენ ადამიანები იმისთვის რომ სუფთად გვეცვას,სუნი არ აგვდიოდეს და წყურვილი არ გვკლავდეს,თუმცა ქართველი გაზულუქებული ხალხის ბუნება ძირითადად მხოლოდ უკანასკნელ დანიშნულებას უძებნის წყალს და საზოგადეობის თავშეყრის ადგილებში მკაფიო ოფლისა და ჭუჭყის უკვე ჰაერთან გაჯერებული მძიმე სუნი დგას.

თუმცა საერთოდ არ იდგა მძიმე სუნი და აურა ნატახტარში, მშვენიერი კამკამა წყალი დავლიე, ბევრმა ჩვენგანმა ბოთლებით წამოვიღეთ კიდეც, თითქოს და ჩვენს ონკანებში იგივე წყალი არ მოედინებოდეს, ნუ ალბათ კიდევ ერთი ქართული შტრიხი იყო ეგ, ხამობა. როცა რაღაც იმდენად მოგწონს რომ იმ წუთშივე საკუთარი თავისთვის გინდა.იმ კამკამა წყლის ყურებისას უცებ აღარავის გაგვახსენდა რომ ეს ასეთი სუფთა,მრავალ კილომეტრ და პროცედურა გამოვლილი წყალი თავის „ფეხით“ მოდის ჩვენამდე.

ნატახტარის შემდეგ იყო პიკნიკი საყვარელ გარემოში,მინდორზე თავის პლედებით და ბალიშებით.ერთ საათიანი შესვენების მერე ჟინვალის წყალსაცავის დასათვალიერებლად გავეშურეთ,რომელიც ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით მდინარე არაგვის ხეობაში შეიქმნა, პირველი აგრეგატი 1985 წელს გაეშვა. თბილისი ძირითადად სწორედ ამ სადგურიდან მარაგდება.

საღამო მეგობრულ გარემოში რესტორან კოშკში ვახშამით დასრულდა.

მე სახლში მოვედი, ჩემი წყალსაცავიდან ჩამოტანილი ბოთლი და რამდენიმე ჭიქა ავიღე, ოჯახის წევრებს ჩამოვუსხი და დავალევინე. ცოტა უცნაურად მიყურებდნენ მაგრამ დალიეს.

დიდხანს ვიფიქრე პოსტი როგორ დამესრულებინა, ამაზე მარტივს და კარგს ალბათ ვერაფერს დავწერ – წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა და წყალი მოგცეთ GWPმ ონკანებში!

 

Posted in Uncategorized | 2 Comments

სისხლიანი წმინდა ნიკოლოზი

1.
თეთრი დილა.
ბავშვები,დიდები,მოხუცები,მანქანები,მაწანწალა ძაღლები. თბილისი იღვიძებდა.
თოვლი, ბევრი თოვლი.
ხეებზე, სახლებზე, მანქანებზე, გზებზე, ყვავილების გამყიდველი ბაბუს მხრებზე, მიწისქვეშა გადასასველილში მჯდომი ბებოს კალთაზე, გუნდა მოხვედრილი ჩემი მეზობელი ბავშვის კისერსა და კაშნეს შორის და ფანჯრის რაფაზე – ჩემთვის.
ხელის გულებს “რეშოტკებში” ვაძვრენდი მთელი დილა და ფიფქებს ვიჭერდი.
სიცხე მქონდა,ხველისგან გადაღლილი ფილტვები კი პერიოდულად ისე მტკივდებოდა სუნთქვა მიჭირდა.
თბილისში კი ბარდნიდა, ბარდნიდა და მიწა დამშეული ბარტყივით უშვერდა პირს ციდან წამოსულ ფიფქებს.
2.
– უკრაინაში რა ხდება?
– ყლეზე არ გკიდია?
…გავჩუმდი.

– ვინაა დიმიტრი ლორთქიფანიძე?
– მოგცლია რა.
– და მაინც ვინაა?
– ყლეა.
…მხრები ავიჩეჩე.

– სოსო ჯაჭვლიანს რატომ აგინებთ ყველა?
– ყლეა, ვიდეო არ ნახე?
– ვნახე მაგრამ…
– ჰოდა ყლეა.
…ტუჩების უაზრო მანერა მაქვს მაშინ როცა აღარ ვიცი რა ვთქვა,მარჯვენა მხარეს ვგრიხავ.ჰოდა გადავგრიხე.

– რაზე გელაპარაკო არვიცი
– რატომ უნდა მელაპარაკო?
…აჰა მოდი და ელაპარაკე მართლა ამას რამეზე

– შენი დადებული ლინკი ვნახე
– ხოო?
– კი, მომეწონა, მართალია მე მასეთ მუსიკას არ ვუსმენ მაგრამ მომეწონა.
– ხო, შენ უგემოვნო მუსიკას უსმენ.
– ხო, მე უგემოვნო ვარ ზოგადად… -მაწყვეტინებს.
– გინდა გითხრა მაგ წინადადებას როგორ დაამთავრებ?
– როგორ?
– „უგემოვნო რომ არ ვიყო შენთან რა მინდა?!“ – ეცინება.
…ვუღიმი და ვფიქრობ რომ არ იქნებოდა ამ შემთხვევაში ჩემი ეგ აკვიატებული ფრაზა უაზროდ გამოყენებული.

-ჩაის დალევ?
-ლიმონი გაქვს?
-მაქვს
-ჩაის არაყი მირჩევნია მაშინ, უცებ გავთბები.
-გალოთდი ხო?
-ძალიან გაინტერესებს?
-არა. – ვამბობ გაღიზიანებული და არყის და ლიმნის მოსატანად გავდივარ.
3.
– იცი, თოვლს ყველაზე მეტად სისხლი უხდება.
მთელი ორი საათია სიტყვა არ უთქვამს ისე სვამდა და უცებ დავიბენი.
გაოცებული მზერის დანახვაზე, თითქოს ნანატრი პუბლიკა იპოვაო გააგრძელა. -სანტა-კლაუსსაც მაგიტომ აცვია წითელი ფორმა, თეთრი-წითელზე ძალიან ლამაზია.სავარაუდოდ სულ სხვანაირი ამბავი იყო მაგ სანტას თავს და ჩვენთან დამახინჯებულმა ვერსიამ მოაღწია.
– რას ბოდავ? – მეცინება
– გინდა ზღაპარი მოგიყვე?
– მაინც მოყვები მინდა თუ არა
– და შენ მომისმენ
-ხო, მოგისმენ
-მოკლედ, იყო და არა იყო რა, ვინმე სერიული მკვლელი ნიკოლასი, რომელიც თავის თავს წმინდანს უწოდებდა.როგორც მაგალითად დევიდ ბერკოვიჩი, ჯეფრი დამერი,სისხლიანი ჯონი და ა.შ. საშობაოდ იპარებოდა სახლებში და სატყუარას სახით რადგანაც შობა იყო მიჰქონდა სათამაშოები ან კანფეტები, მერე კი ბავშვებს ხოცავდა.თავს ალბათ ვარსკვლავად უკიდებდა მშობლებს ნაძვის ხეზე.ნაწლავებს და შიგნეულობას ბუხართან ჩამოკიდებულ წინდებში ტენიდა და ტანიდან გამოსული სისხლით თოვლიან ეზოში წერდა სეინთ ნიკოლასს.
– ასეთი უცნაური ვერსია თოვლის ბაბუას რეალურად არსებობისა არასოდეს გამიგია.
– ვერც გაიგებდი სიმართლის ყველას ეშინია ზოგადად, ეს სიმართლეც სადღაც მიჩქმალეს და დაიკარგა.დაგვრჩა მარტო წვერებიანი ბიძა, წითელი ფერის (რომელიც ადრე სისხლის გამო იყო ალბათ) ტანისამოსით, წინდები ბუხართან სადაც ვითომ საჩუქრები უნდა ჩადოს და უაზრო ზღაპარი ვითომ კეთილი ბაბუის არსებობისა.
– ტვინი მოგიყინა თოვლში სიარულმა, ან არაყი ცუდათ მოქმედებს.
-გეუბნები, თოვლს ყველაზე მეტად სსხლი უხდება და თუკი ვინმე სეინთ ნიკოლასი არსებობდა მას ეს პირველს უნდა აღმოეჩინა.
4.
გავიღვიძე, მაღაზიაში მინდოდა გასვლა სიგარეტი აღარ მქონდა.
მაღაზიის კიბეებზე კაი გემოზე ავსრიალდი და ისედაც არაერთხელ გატეხილი ცხვირი კინაღამ დავაფშვენი ყინულზე.
მომენტალურად გადაწითლდა ყინული.
მეზობელმა რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი, სიცილით მითხრა ფრთხილად იარეო და ნოვას სალფეთქი მომაწოდა.
– არ მინდა მადლობა, თქვენ იცოდით რომ სანტა კლაუსი სერიული მკვლელი იყო და თოვლს ყველაზე მეტად სისხლი უხდება?
საწყალი ისე დაბნეული და გაოცებული მიყურებდა, თითქოს საწყალი მე ვყოფილიყავი.

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი