ჩემი მეგობარი ლუი

 

ჩემი მეგობარი ლუი,
პატარა,კოხტა დიასახლისი ქალია.
ეშხიანი თვალებით, ლამაზი კაბებით
და ქმრის პოპულარობით ცნობილი.
ხშირად,როდესაც ვეკითხები
\”როგორია ცნობილი ადამიანების ცხოვრება\”
მპასუხობს \”სხვის სახელს ამოფარებული\” – სევდიანად იღიმის
და მარჯვენა არათითზე წამოცმულ ბეჭედს ნერვიულად ათამაშებს.
\”როგორია ცნობილ ადამიანთან ცხოვრებათქო\”,როცა ვეკითხები.
მის ნაშრომებთან ცხოვრებაა და არა მასთანო ამბობს.
ლუის იასამნისფერ სახლში ოთახის თაროები,
ეროტიკული ფილმებითაა გადავსებული.
\”ვიღაცას ალბათ გარყვნილი დედაკაცი ვგონივარ.
ჟურნალისტებმა არაერთხელ დაწერეს თითქოს,
ეს ყველა ფილმი, ჩემი ვნებიანი ღამეების სიუჟეტია
სულ სხვა გმირებით.\”
ხო,ლუის უყვარს ეროტიკა.
ეროტიკა რომელშიც სხვები თამაშობენ.
ეროტიკა რომელსაც მისი ქმარი იღებს.
ქმარი რომელიც თითქმის არასოდესაა შინ.
შინ სადაც ლუი, ცნობილი რეჟისორის ცოლობას ითავსებს
და წყენით დასძენს:
\”მე ვერასოდეს ვიქნებოდი ჩემი ქმრის მუზა,
ოღონდ აქ არა, ახლა არა…
ამ ცხოვრებაში, ერთგული თაროს ფუნქცია მაქვს.
თაროსი, სადაც ის ფილმები ინახება – რასაც არ იღებს.\”

About takacinderella

“They can’t order me to stop dreaming.” - Cinderella
This entry was posted in განწყობა, ლექსი, პოეზია, ჩემი, just. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი