პატიოსანი ბოზები და ბებიაჩემის თვალით დანახული მე

ბევრჯერ როდესაც ბებიებზე საუბრობენ, მეც მინდა მოვყვე რომ ყველაზე საყვარელი ბებო მყავს, თეთრი ქათქათა თმა აქვს, დაკოჟრილი თბილი ხელები, რომ მისი ჩურჩხელები ყველაზე გემრიელია და მისი შალის მოსახვევის სურნელი შემოდგომის თბილ საღამოებს მახსენებს, როცა რაჭის სახლში ვიჯექი ფეჩთან, გარეთ თოვლი იყო, სახლში მე და ბებო, რომელიც მისივე მოქსოვილი წინდებით ფეხებს მითბუნებდა, ჩაის მასმევდა და ზღაპრებს მიკითხავდა.
ხო, ასეც იყო ალბათ თუმცა სამწუხაროა რომ არ მახსოვს და მგონი არც ბებოს ახსოვს, რომ ერთ დროს პატარა და ხუჭუჭა ლოყებწითელა გოგო ვიყავი რომელიც სოფლის პირველი სტუმარი იყო ყოველ გაზაფხულს და ყველაზე გვიან ელეოდა იქაურობას.თუმცა ეს მაშინ როცა ბაბუ ცოცხალი იყო.ბაბუ და ჩემი თეთრი საყვარელი ლაიკა.
ჯერ ბაბუ დავკარგე, მერე ჩემმა ლაიკამ შიმშილობა გამოაცხადა ისე განიცადა.
ბაბუს ლოგინის ქვეშ ათენ-აღამებდა.ბოლოს ისიც დავკარგე.
მერე, რაღაც ყველაფერი თავისთავად მოხდა,უცებ გავიზარდე, უცებ შევიცვალე,უცებ მოვიძულე სოფელი, უცებ გაგვიფუჭდა მე და ბებოს ურთიერთობა.
ბებოს ყოველთვის უნდოდა საამაყო შვილიშვილები ჰყოლოდა.
ჩემმა ძმამ სწავლა-განათლების და კარიერის ამბებში იმდენად გაამართლა, შემდგომ სამს ფაქტიურად შანსი არ დაგვიტოვა.
შემდეგი ნინო აღმოჩნდა, წარმატებულად დაოჯახდა, ბიჭიც გააჩინა და დავრჩით ასე მე და მიშო.ანუ მეორე და ნაბოლარა შვილიშვილები.
მიშომაც მაჯობა, მაჯობა სოფლისა და შრომის სიყვარულში და თავადაც ვერ მივხვდი როგორ და რანაირად ჩემივე ხასიათის და შეხედულებების გამო თავისთავად გავირიყე ამ ეგრეთწოდებული დიდი ოჯახიდან.არა,ხელი მკრესთქო და თავს დაჩაგრულად ვგრძნობთქო ვერ ვიტყვი.პირიქით მე თავისუფალი ვარ.არ მიწევს ჩარჩოებში ჯდომა ბებოს ან სხვისი გულის მოსაგებად.არ მოვდივარ სახლში საღამოს 9ზე, ზოგჯერ კი საერთოდაც არ მოვდივარ და სულ არ მაინტერესებს ფრაზა “საქონელმაც კი იცის რომ ბნელდება სახლში რომ უნდა წავიდეს”.არც ის მაინტერესებს, რომ ჩემი ცხოვრების სტილი რომელიც ალკოჰოლით არის გაჟღენთილი და სიგარეტის სუნიც თან ახლავს ზოგჯერ, ბებიაჩემის მუდმივი წუწუნის საგანია “ასეთს ვინ მოგიყვანს”.ერთხელ დავისვი და ველაპარაკე, რომ ბებო მე არ ვაპირებ გათხოვებას, რომ მე სხვა ვარ, სხვა ცხოვრება მაქვს და მე ბედნიერი ვარ რომ ასეთი ვართქო.მეგონა გაიგო და ადამიანურად გაიგო.აი, მაშინ კი როცა ჩემი საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის საკითხი წამოიჭრა ის ჩემი მონაყოლი შხამად ამომადინა შემიძლია ვთქვა.მომიწია მოსმენა ფრაზის “შენნაირი გოგოები საჩათლახოდ მიდიან უცხო ქვეყანაში”. რაზეც როდესაც ისტერიკა დამემართა ეგ თუ მინდა აქაც შემიძლიათქო, არც აქ იკლებო მითხრა.
ცოტა არ იყოს მეწყინა და უფრო მეტად გავბრაზდი, როცა საუბარის დალაგება ვცადე და “საკუთარ წარსულს გადახედე და ისე ისაუბრეო” მივიღე პასუხად,თავი მართლა ქუჩის ქალი მეგონა, რომელიც ვიღაცას რაღაცას უმტკიცებდა და ეს ვიღაცა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მისი ოჯახის წევრი იყო.
არვიცი რითი იზომება პატიოსნება, არვიცი რატომ ჰგონია ბებიაჩემს რომ თავისუფალი ცხოვრება ნიშნავს აღვირახსნილს და თავისუფალი გოგოს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ნიშნავს იმას რომ საკუთარი სხეულით უნდა ივაჭროს.
საერთოდაც რა არის პატიოსნება?
მე ვიცნობ ადამიანებს რომლებიც თავს დებენ პატიოსნებაზე და რეალურად იმაზე მეტ პარტნიორი ჰყოლიათ ვიდრე მე.ვიცნობ ისეთებსაც მარტო ერთხელ რომ შეცდნენ და ცხოვრებისეული დეპრესია აიკიდეს.
რატომ ვავლებთ ყოველთვის ადამიანის პიროვნებასა და მის ინტიმურ ცხოვრებას შორის პარალელებს?!
რატომ უნდა ერქვას გოგოს რომელიც არ ეწევა,არ სვამს და საღამოს 9ზე სახლშია და იქამდე სხეულით ვაჭრობს პატიოსანი და მე და ჩემმნაირებს “გათახსირებულები” ?!
მე არასოდეს დამიდია თავი პატიოსნებაზე, არც ის მითქვამს რომ ზურგი მეფხანება ან შარავანდედი მადგას, თუმცა მირჩევნია ასეთი ვიყო ვიდრე ფარისეველი.
მე ვიცი სად ვდგავარ, მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში ამ ადგილას დგომა ძალიან ძნელია და უმეტეს შემთხვევაში ის ადამიანებიც კი ვინც გგონია რომ გვერდით გიდგას ან ზურგს გაქცევენ, ან შენს უკან დაიწყებენ საუბარს შენი საცვლების ფერსა და შენს მამაკაცებზე.
უბრალოდ სამწუხარო ისაა რომ ზუსტად ეგ ადამიანები შენში საცვლების ფერის გარდა თურმე ვერავის ხედავენ.
ადრე ერთმა ადამიანთან მსგავსი საუბარი რომ ვცადე პასუხად საოცარი ფრაზა მივიღე “ბოზებიც მასე საუბრობენო”.
კარგით მე დავუშვათ ბოზი ვარ, მიუხედავად იმისა რომ არასოდეს გამიყიდია ჩემი სხეული და ერთ-ორ შემთხვევას თუ არ ჩავთვლი რომელმაც ისევ მე მავნო ყველაზე მეტად, ჩემი პარტნიორი მამაკაცები იყვნენ ადამიანები რომლებიც მიყვარდა ან რომლებსაც ვუყვარდი.მაშინ როგორც პოტენციურ ბოზს თუ უკვე ბოზს კითხვა მაქვს თქვენთან ყოვლად პატიოსანო ქართველო ერო სად გადის ზღვარი პატიოსნებასა და ბოზობას შორის?
რამდენი მამაკაცის შემდეგ ენიჭება ქალს ბოზის სტატუსი?
და დაფიქრდით იმაზე რამდენი თქვენგანის ოჯახში ან სამეგობროშია ბოზი, რომლის ბოზობაც ჯერ უბრალოდ იმიტომ არ იცით რომ ყველა ჩემსავით ხმამაღლა არ საუბრობს მსგავს თემებზე.
წარმატებები 🙂
წავედი მე, ბებია მყავს შემოსარიგებელი 😀

About takacinderella

“They can’t order me to stop dreaming.” - Cinderella
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

5 Responses to პატიოსანი ბოზები და ბებიაჩემის თვალით დანახული მე

  1. karamelka ამბობს:

    ყველა ბებია ერთნაირია:/

  2. სალო ამბობს:

    ერთ რამეზე მიპასუხე მხოლოდ, შენი შვილი რომ შშენნაირი იყოს რას ეტყოდი ან როგორ მოექცეოდი? დაივიწყე რო შენ ხარ ეგეთი როგორიც ხარ (ცუდს ან კარგს არ ვგულისხმობ, ზოგადად გეუბნები) რო “გამართლების” ან სიამაყის გრძნობის ძიებას არ შეეცადო. და არ ჩათვალო ჩემი კითხვა შენ განკითხვად ან რამეთ, უბრალოდ მაინტერესებს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s