კის და არას შორის არსებული გზაჯვარედინებიდან გაქცევის ყოველი მცდელობა სასაცილოა.
რომელიმე გზა აუცილებლად მიდის იქ, სადაც აზრი ეკარგება სვლას.
ადამიანებმა არასოდეს იციან რა იქნება კის შემდეგ არას არჩევისას,
ანდაც პირიქით.
ჩემი სახლი ერთ პატარა გამოქვაბულს დაემსგავსა,
ქვად მექცა ყველა კედელი
და ყველა კედელივით აყუდებული ადამიანი.
თბილისში ისევ ნიაღვარია,
ცა ისევ სახეს იფეთქებს იმაზე ფიქრით რომ იქნებკიდევ ერთხელ შეგვაშინოს
და დაგვაჯეროს რომ ზემოთ ზევსი ბობოქრობს,
ან ქრისტე გვიწყრება.
უსასრულოა ჩემი ფიქრი ახლა ღმერთზე რომელიც არ მწამს.
სადღაც შავ ხვრელში ჩაინთქა ჩემი რწმენა უკვე წლებია
და ვიღაცეებს ჰგონიათ რომ ათეისტი ვარ.
– არა, აშკარად ბევრს ვეწევი.
სიფხიზლისას შემოპარებული სიმართლეებით დამღალეს ადამიანებმა
და საკუთარმა თავმა ალკოჰოლის ზემოქმედებისგან ჩადენილი ყველა ამორალური ქცევით
და მაინც რა არის მორალი?
მორიგი მარაზმი საკუთარ თავს უკრძალავდე იმას რაც გინდა.
ჩემი მეგობრების მეგობრები ჩემი მეგობრები არ არიან,
ჩემი მეგობრებიც კი ჩემი მეგობრები არ არიან.
საერთოდაც რა დროს მეგობრობაა ღამის 3 საათზე.
ახლა ნებისმიერს რომ დავურეკო მარტო იმიტომ რომ ჩემი ეს ბოდვა კი არ ვწერო,
ვინმეს სიტყვიერად ვაზიარო მეტყვის რომ შიგ მაქვს.
ბიოს კაიფში ჩარჩენილივით ვიმეორებ ყველა სვლას,
ფანჯრიდან – კომპიუტერამდე სამიოდე ნაბიჯია
და წრეზე ტრიალი თავბრუსაც კი ვერ მახვევს სათანადოდ.
სამარცხვინო რომ ხარ ოჯახისთვის,
მიუღებელი საყვარელი ადამიანებისთვის
და ნაგავივით ყარხარ საკუთარი თავისთვის, რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება.
ანუ ყველა შენი ამორალურობა უკვე მისაღებია,
ანუ უკვე ვეღარავის გააოცებ.
ფუ შენი, რა დროს ეს იყო..
ოშოს კითხვისას განცდილი ბედნიერი სახე წიგნის დასრულებისთანავე გაქრა,
ყლეობაა ყველა წიგნი რომელიც მხოლოდ წამიერ გავლენას ახდენს
ვთქვი მე და საკუთარ თავზე გამეცინა,-
საერთოდ ყველაფერი ყლეობაა.
მშურს ადამიანების რომლებიც მოწეულზე ბედნიერები არიან და ყვავილებიან მინდვრებს ხედავენ,
მე – სამი დღის აულაგებელ მაგიდას ვხედავ.
ბევრი ნამწვით, რამდენიმე გაურეცხავი ყავის ჭიქით, ატმის კურკებით.
ერთგვარი ბოჰემააო იტყოდა მარიამი რომელიც ჩემში გამუდმებით კარგის დანახვას ცდილობს,
ბოჰემა კიარა ბოლო დონის ლუზერი ვარ.
– არა, ნამდვილად ბევრს ვეწევი.
ხომ შეიძლება ახლა შემთხვევით გაგახსენდე, შემთხვევით მოგენატრო.
იცი, დღეს სიზმარში გნახე, ისეთი სექს გვქონდა აქამდე რომ ჯერ არ გვქონია.
tipper – illabye ისმის ჩემს ოთახში.
ამ მელოდიას მოუხდებოდა ახლა ის სცენა.
თუმცა არა, რა დროს ესაა…
–შენც ალბათ ძალიან ბევრს ეწევი.
ძილი ნებისა!