Author Archives: takacinderella
კაზანტიპი/ჩემი რეალობის რეალური ალტერნატივა (Kazantip / my real alternative to reality)
ყველაფერი ძალიან შემთხვევით დაიწყო მე და ნინამ (ჰო, ნინა ჩემი მეგობარია) გადავწყვიტეთ კაზანტიპზე წავსულიყავით,ერის რეაქციის და ოჯახებიდან წამოსული ზედაპირული თუმცა რეალურად არსებული წინააღმდეგობისა ჩვენს სურვილს წინ ვერაფერი დაუდგებოდა.სახლში რაც ეს იდეა გავაჟღერე დედაჩემმა აქტიურად დაიწყო ყოველ საინფორმაციო გამოშვებისას ჩემი სახელის … Continue reading
არც თუ ისე მხიარული არდადეგები
ყველაფერი ძალიან სპონტანურად დაიწყო, ერთ მშვენიერ ან არც თუ ისე დილას მეგობარმა მომწერა უწერაში წავსულიყავი.პირველად მომიწია ავტოსტოპით მარტო მგზავრობამ მაგრამ “შინ” მშვიდობით დაბრუნებულს კიარადა ჩაღწეულს მშვენიერი ცივი ლუდი და რაჭული ლობიანი რომ მომაჩეჩა, რიონის დინებას რომ ვუყურებდი და თავზე კავკასიონიც … Continue reading
წყალი – ონკანამდე
როდესაც ქალაქში ივლისის შუა რიცხვებია და მზე არათუ გწვავს უკვე გღვენთავს კიდეც, პირველი და ხშირ შემთხვევაში უკანასკნელი რაც თავში გიტრიალებს წყალია. წყალი – დასალევად, წყალი – დასაბანად, წყალი – ყინულების დასამზადებლად, წყალი – ცივი ყავისთვის, საჭმლისთვის, სარეცხისთვის, წყალი,წყალი, წყალი და ტავტოლოგია. … Continue reading
სისხლიანი წმინდა ნიკოლოზი
1. თეთრი დილა. ბავშვები,დიდები,მოხუცები,მანქანები,მაწანწალა ძაღლები. თბილისი იღვიძებდა. თოვლი, ბევრი თოვლი. ხეებზე, სახლებზე, მანქანებზე, გზებზე, ყვავილების გამყიდველი ბაბუს მხრებზე, მიწისქვეშა გადასასველილში მჯდომი ბებოს კალთაზე, გუნდა მოხვედრილი ჩემი მეზობელი ბავშვის კისერსა და კაშნეს შორის და ფანჯრის რაფაზე – ჩემთვის. ხელის გულებს “რეშოტკებში” … Continue reading
saturday night
1. რა უაზრო შაბათის ღამეა,შაბათობით ასე არ ვარ ხოლმე. ღამე არა უკვე თენდება – გეუბნება და იცინის. ჰო, კვირა დილა დაარქვი თუ გინდა, მაგრამ ასე არ ვარ ხოლმე. დაარქვი არა კვირა თენდება – გეუბნება და იცინის. გაღიზიანებს. იმდენად გაღიზიანებს მზად … Continue reading
illabye
კის და არას შორის არსებული გზაჯვარედინებიდან გაქცევის ყოველი მცდელობა სასაცილოა. რომელიმე გზა აუცილებლად მიდის იქ, სადაც აზრი ეკარგება სვლას. ადამიანებმა არასოდეს იციან რა იქნება კის შემდეგ არას არჩევისას, ანდაც პირიქით. ჩემი სახლი ერთ პატარა გამოქვაბულს დაემსგავსა, ქვად მექცა ყველა კედელი … Continue reading
პატიოსანი ბოზები და ბებიაჩემის თვალით დანახული მე
ბევრჯერ როდესაც ბებიებზე საუბრობენ, მეც მინდა მოვყვე რომ ყველაზე საყვარელი ბებო მყავს, თეთრი ქათქათა თმა აქვს, დაკოჟრილი თბილი ხელები, რომ მისი ჩურჩხელები ყველაზე გემრიელია და მისი შალის მოსახვევის სურნელი შემოდგომის თბილ საღამოებს მახსენებს, როცა რაჭის სახლში ვიჯექი ფეჩთან, გარეთ თოვლი … Continue reading