მე ანუ დედაჩემის გაცრუებული იმედები

ალბათ ყველა დედას უნდა რომ მისი შვილი იდეალური იყოს, ზოგი ძალიან დიდხანს აწყობს გეგმებს ბავშვის გაჩენამდე, ზოგი გაჩენის შემდეგ ყველანაირად ხელს “უწყობს” შვილს რომ დედის მიერ დაგეგმილ გზას სრული სიზუსტით გაჰყვეს.ზოგიც უბრალოდ შვილის გაჩენას გეგმავს.
თუმცა, ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იყო ყველაფერი მას შემდეგ რაც სამი უბედური შემთხვევის შემდეგ, დედაჩემის მუცელს მთელი ძალით მივეკარი და მას შემდეგ რაც 9 თვე ბოლომდე გავქაჩე,მშობიარობაზე კი დედამ კლინიკური სიკვდილი განიცადა და აზრზე მოსულს უთხრეს გოგოაო, რაღაც თავისთავად მოხდა რომ დედაჩემისთვის ახდენილი ოცნება დამერქვა.
დაბადებისას მარჯვენა თვალზე პრობლემა მქონდა, რაღაც ხორცმეტი მქონდა გადაკრული და ფაქტიურად ბრმა ვიყავი, იმაზე აღარ ვამბობ რომ ჭიპლარ მოხვეული და ფაქტიურად გვამი მოვევლინე სამყაროს.ნუ ალბათ მთლად გვამიც არ ვიყავი,რადგან ახლა ამ პოსტის წერა შემიძლია.
მოკლედ დედაჩემის მეორე ოცნება იყო თვალი ამხელოდა და თვეების ბავშვს გიჟივით დამარბენინებდა ექიმებთან, როგორც იქნა ის რაღაც ხორცმეტი მომაცილეს და მეც ორივე თვალი ავაფახულე.
შემდეგ ყველაფერი გაცილებით მარტივად მიდიოდა- დავდიოდი ბაღში, სკოლაში, ფორტეპიანოზე, გიტარაზე,ქართულ თუ ლათინურ ცეკვაზე, ინგლისურზე, გუნდში ვმღეროდი და ეკლესიაშიც კი ვგალობდი, ანუ ვიყავი ისეთი შვილი როგორიც დედას უნდოდა.თუმცა ცოტა ზარმაცი, ცოტა მატყუარა და ჩემს ძმასთან შედარებით ძალიან ცივი.
სკოლის დამთავრების მოახლოებასთან ერთად, ახლოვდებოდა და მრავლდებოდა პრობლემები სახლში.
დედას უნდოდა რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა და მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან არვიცი ჩემით თუ ისევ მათი წყალობით ვამბობდი რომ “ექიმი უნდა გამოვსულიყავი”, როდესაც სერიოზულად დამიწყეს საუბარი სად ვაბარებდი სრული ისტერიკა მოვაწყვე და ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე.
იქიდან გამომდინარე რომ დედაჩემს ეგონა რადგან ასე გაიგიჟა თავი ალბათ მართლა უნდა ეს სპეციალობაო, როდესაც უნივესიტეტის დასრულების შემდეგ ვთქვი, არ მიხსენოთ ჟურნალისტიკათქო ყველა გაოცებული იყო.დედაჩემი სასოწარკვეთილი.თუმცა არა სასო მანამდე წარეკვეთა, ჯერ მაშინ როდესაც 6 წელი ფორტეპიანოზე სიარულის შემდეგ ერთ დილასაც განვაცხადე მე პედაგოგთან სიარულს აღარ ვაპირებ და საერთოდ გაყიდეთ ეგ პიანინო, რომ ვუყურებ გული მერევათქო.ბევრი თხოვნის მიუხედავად ჩემი ნათქვამი ავასრულე და ახლა ფორტეპიანოსთან რომ დამსვათ მასქიმუმ შეიძლება რომელ ნოტზეც მიმითითებთ იმის სწორად მონახვა შევძლო.
შემდეგი იმედ გაცრუება ცოტა უფრო რთული და სერიოზული იყო, მეოცნებე დედაჩემი რომელიც თავის გონებაში ყოველთვის პრინცზე მათხოვებდა, კრიმინალის სიდედრი აღმოჩნა.მიუხედავად იმისა რომ დიდი დრო დასჭირდა ამ აზრთან შესაგუებლად, როცა შეეგუე თითქმის ერთ თვეში დავშორდი იმ “საოცნებო” სიძეს.თქვენ წარმოიდგინეთ გული არ დასწყვეტია, თუმცა მისმა “სხვანაირად აღზრდილმა” გონმა ჩემი საქციელი ლაფის დასხმად მონათლა და დღემდე ხშირად გვიწევს ამ ჩემს “ცოდვებზე” საუბარი.
შემდეგი ეტაპი რელიგიური ცვლილებები გახდა, მე გოგო რომელიც ვმარხულობდი და ვგალობდი, უეცრად ვიქეცი ადამიანად რომელსაც ეკლესიაში იძულებითაც კი ვერ მიიყვანდი,რაც დედაჩემისთვის ძალიან რთული გასაგები აღმოჩნდა.
შემდეგ იყო უკვე სამსახურები რომლებიც თურმე არ შემეფერებოდა იმიტომ რომ სხვანაირ ოჯახში გავიზარდე, ბიჭები რომლებიც ასევე არ შემეფერებოდნენ იმიტომ რომ მათთან ურთიერთობა ნიშნავდა რომ გათახსირებული ვარ, ალკოჰოლი და სიგარეტი რომელიც საერთოდ მგონი აღვირახსნილებად ეჩვენებოდა.
დღესდღეობით მოსწონს ის რომ ვმუშაობ და აღარ კითხულობს სად, რად ან როგორ.ალკოჰოლს და სიგარეტს რომ ვეტანები მაგასაც შეეგუა იმდენად რომ სიგარეტის ფულს მიტოვებს და რეაქცია აღარ აქვს როცა ჩემს ოთახში შემოსვლისას სიგარეტის სუნს გრძნობს.ისიც იცის რომ ბიჭები, როგორც მრავლობითი რიცხვი არ მაინტერესებს და ხვდება რომ მარტო არ უნდა ამოხდეს 27 წლის ქალს სული.
თუმცა ერთი ოცნება კიდევ აქვს, უნდა რომ გავთხოვდე და ბედნიერი ოჯახი შევქმნა, ბავშვი გავაჩინო.მე კიდევ სულ ვეუბნები რომ გათხოვებას არ ვაპირებ და 30 წლის ასაკში აუცილებლად გავაჩენ შვილს.ზოგჯერ ვფიქრობ რომ იქნებ მისთვის ეს უკვე მეტისმეტი იქნება და დავინდო?არა იმას არ ვამბობ რომ ამას მის ჯინაზე ვაკეთებ ან გავაკეთებ, მაგრამ იქნებ აღარ ღირს კიდევ ერთი უზარმაზარი იმედგაცრუება განიცადოს და იმაზე ინერვიულოს რომ ჩემს შვილს “ნაბიჭვარს” დაუძახებს ვინმე.
ძნელია თურმე მოერგო დედის ოცნებებს და ისე იცხოვრო, თქვენ ალბათ მეტყვი კი მაგრამ გამოდის შენ მასე არასოდეს გიცხოვრიაო.
მართალია, მე ვერ შევძელი.შეძლებდით კი თქვენ?!
ამაზე პასუხს მხოლოდ დრო და გარემოება სცემს, ასე რომ ზერელე და გამოუცდელი ადამიანების პასუხები მაპატიეთ და არ მიიღება 🙂

Posted in Uncategorized | 11 Comments

saturday go home, you are drunk

როცა უბრალოდ ზიხარ და არაფერია რაზეც გინდა ილაპარაკო, დაწერო ან იფიქრო ამ დროს ძირითადად ყოველთვის ყველაზე უაზრო აზრები მიწყებენ ხოლმე შემოტევას.
მაგალითად აზრი ნომერი პირველი: თმა ხომ არ შევიჭრა?!
მიუხედავად იმისა რომ თითქმის ვერცერთ ვარცხნილობას ვერ ვიხდენ და მიუხედავად იმისაც რომ ჩემი თმის სტრუქტურიდან გამომდინარე შეუძლებელია ვიპოვნო ისეთი ვარცხნილობა რომლის დასაყენებლადაც სალონში არ მომიწევს სირბილი.

აზრი ნომერი 2: ვუყურო რაიმე შტერობა მელოდრამას.
მიუხედავად იმისა რომ მელოდრამის გარეშეც ემოციურად გადაღლილი ვარ და ნებისმიერ წამს მზად ვარ ტირილისთვის, ადვილია ფილმს შეტენო ყველაფერი და თქვა, უი აი ვიღაც მოკვდა, ან ვიღაც ცუდათაა და მაგაზე მეტირებაო.თუმცა ჩემს ზე ეგოისტ ხასიათს თუ გავითვალისწინებთ არასოდეს დაიჯეროთ რომ ფილმის ყურებისას მარტო სოლიდარობა მაბღავლებს.

აზრი ნომერი 3: ვჭამო ბევრი შოკოლადი და ვიწვე ლოგინში მთელი დღე.
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მიზანმიმართულად აგერ უკვე რამდენიხანია დიეტაზე ვარ და ერთ ადგილას ჯდომაც კი მეზიზღება, ეს იდეა მომენტალურად თამაშ გარეთ ხვდება.

აზრი ნომერი 4: დავრეკო იქ სადაც არ უნდა დავრეკო.
ეს იდეა დიდი ხანია ბუდობს და იბრძვის ჩემში და მიხარია რომ 18 დღის მანძილზე მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა დავრეკომ და დანარჩენ შემთხვევებში მე გავიმარჯვე მასზე.

აზრი ნომერი 5: ჩამოვუარო დასაქმების საიტებს.
მიუხედავად იმისა რომ ძალიან მომწონს ჩემი სამსახური, ნამდვილად არ მაწყენდა უფრო მეტი ანაზღაურება ან დამატებითი შემოსავალი.თუმცა ესეც იმდენად მეზარება როცა უაზროდ ვარ რომ არც ამის გამკეთებელი ვარ ფაქტია.

აზრი ნომერი 6: დავლიო.
აგერ თითქმის ერთი თვეა ნემროფი მიდევს ტუმბოჩკაში.ლოთი არ გეგონოთ მე უბრალოდ ალკოჰოლიკი ვარ და ისიც ხანდახან.თან ამასთანავე ამ არყის ბოთლმა იმიტომ გაძლო ამდენ ხანს რომ არაყის მოყვარული არ ვარ, აი ლუდი რომ ყოფილიყო სხვა საქმეა.თუმცა რომ დავლიო მე5ე აზრი იმდენად მძაფრად შემომიტევს რომ დავრეკავ და მერე ვიცი ისეთ რაღაც უნდა მოხდეს 1 აზრიც უნდა განვახორციელო და მეორეც, ოღონდ მელოდრამის გარეშე.

მოკლედ, საზიზღარი შაბათი საღამოა და კიდევ უფრო საზიზღრად ვგრძნობ თავს ვიდრე ეს შაბათი საღამოა.
saterday go home, you are drunk :/

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

პედოფილია როგორც ასეთი

პედოფილია (ძვ.-ბერძნ. παιδ — ბავშვი и φιλία — სიყვარული) არის ფსიქოლოგიური დარღვევა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. პედოფილებს ლტოვა უჩნდებათ როგორც პრეპუბერტატულ, ასევე პუბერტატულ ასაკის ბავშვების მიმართ. ეს ვიკიპედიის განმარტებაა,არც ისე ვრცელი და არც ისეთი შთამბეჭდავი ჩემი აზრით.

ალბათ ბევრ სტატია დაწერილა ამ თემაზე, თუმცა მაინც ვეცდები ის რასაც ახლა წაიკითხავთ ასე თუ ისე საინტერესო იყოს.

ნუ ალბათ ძალიან თანამედროვე ადამიანის შთაბეჭდილებას არ დავტოვებ თუ ვიტყვი რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დავიწყე,საკმაოდ ცნობილი ტელესერიალის „სექსი დიდ ქალაქშის“ ყურება.კერი ბრედშოუ კ ერთგვარი მუზა გახდა იმ მხრივ რომ წერის სურვილი დამიბრუნა.თუმცა ამ შემთხვევაში არც მუზებზე ვწერ,არც კერიზე და არც ზემოთ აღნიშნულ სერიალზე.

 

 ყველაფერი ძალიან უცნაურად და ამასთანავე ჩვეულებრივად დაიწყო.ჩვეულებრივი გოგოების კატეგორიას (არა იმიტომ რომ ამბიციური ვარ,უფრო პირიქით) თუმცა ვთვლი რომ ნამდვილად აღარ ვეკუთვნი.აი მაშინ კი როცა 126 საშუალო სკოლაში მიწევდა სიარული ლოყებ ღაჟღაჟა და აბურდულ თმიანი გოგო ვიყავი.ისეთივე ჩვეულებრივი გოგოშკური აზრებით,როგორიც ალბათ ყველა.

პირველად ჩემზე უმცროსი ბიჭი სადღაც მე9ე კლასში მომეწონა, ის მე8ე კლასელი იყო.ნუ ერთი წელი „მერე რას“ თემაა ალბათ.თუმცა მაინც მინდა სულ-სულ შორეული წარსულიდან დავიწყო.ხო, მომეწონა ბიჭი იმიტომ რომ საოცრად ჰგავდა ერთ-ერთი მაშინ ცნობილი სერიალის გმირს.დიდი არაფერი ურთიერთობა არც გვქონია, ნუ პრინციპში თავადაც ხვდებით რა უნდა ჰქონდეს მაგ ასაკში ადამიანს გარდა იმისა რომ უბრალოდ მოსწონს და ათას ბავშვურ დებილურ ოცნებებში ცხოვრობს.თუმცა მალევე გამიარა ამ ადამიანით გატაცებამ და ისევ „რეალურ“ (არამოსერიალისგმირებო) ბიჭებს დავუწყე ყურება სიმპატიით,ჰო თან ყველა მათგანი ჩემზე დიდი იყო.

 

ბოლოს იმდენად „გავნაგლდი“, რომ 12 წლით უფროსი ქმარი მყავდა.

თუმცა ეს ცოტა სხვა თემაა.

მოკლედ ასაკობრივი სხვაობა და რეკორდი – 12 წელი იყო.

 

მას მერე, რაღაც არვიცი ქვეცნობიერულად მოხდა და ჩემზე უფროსი ადამიანების მიმართ შიში გამიჩნდა თუ რა, მაგრამ თითქმის ყველა ადამიანი ვისთანაც ურთიერთობა მქონია 20-25 მერყეობდა.

 

თუმცა იყო ერთი სამარცხვინო და ყველაზე „პედოფილური“ მომენტიც, როცა 22 წლის ასაკში 17 წლის შეყვარებული მყავდა.ნუ ახლანდელი გადმოსახედიდან ზუსტად გეტყვით რომ 17 წლის კიარა 20 წლამდე მამაკაცი და საერთოდ რა დროს მაგათი მამაკაცობაა, მოკლედ 17-20მდე ბიჭები არის კატეგორია რომელსაც არ უნდა შეხედო როგორც საწინააღმდეგო სქესს თუ მათზე დიდი ხარ და მითუმეტეს „განათხოვარი“.

 

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას და საკმაოდ გამიმართლა რადგან ჩემი ასაკის ხსენებისას ყველა ოცდება იმდენად „კარგი შენახული ვარ“ )) და მიუხედავად იმისაც რომ ვერასოდეს ვგრძნობ რომ უკვე „დიდი გოგო“ ვარ, ჩემი ასაკი თავისას ამბობს – 27.

 

ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია რომ აი,ამხელა ხარ და რა პატარებს დასდევ, შენ ვინმე 30-35 წლის მამაკაცი გჭირდებაო.რაზეც პირველი რაც თავში მომდის არის „ტიპიური ქართული ღიპი“, გაზულუქებული ტლანქი სხეული , გაჭაღარავებული თმა და სტერეოტიპები.

 

პირველ რიგში არვიცი რატომ და მგონია რომ თითეული მათგანი ცოლს ეძებს როგორც თაგვი ყველს და მიუხედავად ხაფანგის სიდიდის დანახვისა მზადაა მომენტალურად ეტაკოს თუ სადმე ყველი შეამჩნია და რადაც არ უნდა დაუჯდეს ბუნაგისკენ წააძუნძულოს.

მეორე ვერ წარმომიდგენია ისევე მხიარულად და თავისუფლად იგრძნო თავი კლუბში ან ბარში მაგ ასაკის ადამიანთან, როგორც მათზე ახალგაზრდებთან და მესამე პირველი რაც მათზე თავში მომდის ხოლმე არის, „ღმერთო ჩემო ბებერია“.

 

რამდენიმე კვირის წინ ერთ ადამიანთან საუბრისას როცა 32 წლის მამაკაცს ბებერი ვუწოდე, საკუთარი ასაკი შემახსენეს.

ნუ არც ისე სასიამოვნო იყო, თუმცა აზრი მაინც ვერ შევიცვალე.

 

არვიცი ჩემი შემთხვევა რამდენადაა პედოფილია ან დაციკვლა, არც ის კატეგორია ვარ მამაკაცი მომეწონოს და ასაკის გამო მასზე აზრი შევიცვალო.უბრალოდ რაღაც თავისით ხდება ჯერ მომწონს ვიზუალურად, მერე იუმორის გრძნობა, მერე საერთო ენის გამონახვა, ინტერესები და მაშინ როდესაც უკვე ვინტერესდები როდის აქვთ დაბადების დღე ან რას საქმიანობენ – ან სტუდენტია, ან მაგისტრანტი, ან მუშაობს და აუცილებლად 99%  22-25 წლამდეა.

 

ამასწინათ სადღაც წავიკითხე რომ ამ ასაკის ადამიანები სექსუალურად ყველაზე აქტიურები არიანო, თუმცა მაგასაც ვერ დავაბრალებ ჩემს დადებით განწყობას მათ მიმართ რადგან მიუხედავად იმისა როგორ უხეშადაც არ უნდა გაჟღერდეს და ჩემზე როგორი შთაბეჭდილებაც არ უნდა დარჩეს ვინმეს.მხოლოდ ერთი პარტნიორი მყავდა ისეთი (ამ ასაკობრივ კატეგორიაში), რომელთან სექსიც მართლა სასიამოვნო იყო.

თუმცა ამაზე ალბათ მერე დავწერ,ეს უკვე სხვა თემაა.

 

მოკლედ, თუ თავს გრძნობთ პატარა გოგონად რომელიც თავს იდეალურად გრძნობს პატარა ბიჭებთან ურთიერთობისას და ამასთანავე გარეგნობაც არ გიშლით ხელს.

გეტყვით რომ „ძირზაიწე ძეტკი“ და ყველა ჭეშმარიტმა პედოფილმა დედაკაცმა ტრაკზე გაკოცოთ, იმიტომ რომ მათ ვერასოდეს ეღირსებათ ისეთი ბიჭების ყურადღება როგორებიც გყავთ ან როგორებსაც მოსწონხართ და ზუსტად მაგიტომ შეუძლიათ ილაპარაკონ თქვენს „სიტუტუცეზე“ დაუსრულებლად.

 

აი.ვისაც გაქონილი, მელოტი ან ჭაღარა მამრები მოსწონთ, დაე ჰყავდეთ.

ნასკებიც ხადონ, ტრუსებიც ურეცხონ და თუ არ შეზიზღდებათ ჩამოწელილ ყვერებზეც ემთხვიონ შიგადაშიგ!

Posted in Uncategorized | Tagged | დატოვე კომენტარი

ღია წერილი დაზარალებულ სტუდენტს, ზვიად მამფორიას

უნდა უჩივლო!

 

ზვიო, “ქთხოოოოოვთ!” ))

მართლა!
თაკა

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

“გრუზინების” სიყვარულიდან – სვანურ სტრიპტიზამდე

თქვენ იცით ვინაა ივანა მელაი? არაა? ბევრი დაგიკარგავთთქო ვერ გეტყვით, თუმცა რომ იცოდეთ იქნებ რომელიმე თქვენგანს მაინც გაეცა ჩემს კითხვაზე პასუხი,რომელიც ამ ქალის აღმოჩენის დღიდან ამეკვიატა: “რას გადაგვეკიდა?”ხო, გასაგებია ლამაზი სახე, კარგი ტანი, უკრაინელი “ნაშა” და რა თქმაუნდა ქართველი ლამაზ ქალზე დახამებული მამრები თვალს წყალს ასმევენ , თუ როგორც არის.. მაგრამ ჯერ პირველ კლიპში ვერ გავიგე ეს მამრები ამ ივანა მელაისთან კოტრასტი შექმნეს და ისე შეარჩიეს თუ რა იყო,მეტი სიმპატიური არავინ გვყავდა ამ ქალს რომ ნორმალური ვიზუალის “გრუზინი” შეეყვარებინა? ან კლიპი გაეკეთებინათ ცოტა აზრიანი, ან ტექსტი გაემრავალფეროვნებინათ..მოკლედ ჩემი პირველი აზრი იყო , She sucks!

მაგრამ მელაი , რის მელაი იქნებოდა მელასავით “საქათმეში” შეპარულს რომ სხვა რამე მავნებლობაც არ ჩაედინა, ალბათ…და არც მეტი და არც ნაკლები სვანებს გადასწვდა…და მერე რა რომ სულაც არ ვარ არც სვანი, არც პატრიოტი და არც ალბათ კარგი კრიტიკა შემიძლია.

უბრალოდ “ვორგილი ვოსასგან” შემდგარი მთელი სიმღერა, ჩოხიანი ქართველი ბიჭები და ივანა, რომელიც იმიტირებული ტანგა კუპალნიკით იმიტირებულ სტრიპტიზს აწყობს სვანურ სიმღერაზე?

არააა, ამჯერად she sucks არ მითქვამს, ამჯერად what a fuck ვთქვი და სურვილი გამიჩნდა ეს ვიდეო რაც შეიძლება ბევრმა სვანმა ნახოს და ისე გასვანდნენ, მესამე საოცრებას სანამ იზამს ეს ქალი, დააოკონ!

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ჩემი პოზიცია

ყველაფერი დაიწყო იმით რომ  Studentebi.com სტუდენტურ ბლოგზე დაიდო სტატია:

“ბავშვურია, ბოროტულია, ამაზრზენია, ბინძურია ..

by  on 12/03/2012

როგორც ყველა, მთელი ენთუზიაზმით ველოდი სტუდენტობას. უნივერსიტეტმა, რომელზეც ლეგენდები დადიოდი, მსუბუქად რომ ვთქვათ, იმედები გამიცრუა. არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს ორგანული ზიზღი მაქვს ჩემი უნვიერსიტეტისდამი, მაგრამ არც იმას დავმალავ , რომ აქ მიმდინარე პროცესები არაორგანიზებული ( ვარდისფერი სათვალით), კორუმპირებული ( რეალურად), ამაზრზენი ( იგივე) და ყოვლად მოშორებულია იმას, რაც უნდა იყოს. მე მიყვარს თსუ ისეთი, როგორიც უნდა  იყოს და რასაც უნდა ემსახურებოდეს და არა ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელშიც განათლებაცა და ღირსებაც სულს ღაფავს.

ბევრჯერ ვწერე ამაზე, ბევრიც ვიკომენტარე. როცა მივხვდი სტუდენტთა დაჯგუფებაში არსებულ სიმყრალეებს, ჩემი აღმოჩენით აღშფოთებულმა დავწერე, მეგონა მთელი ქვეყანა შეისმენდა, დამნაშავეებს პასუხს მოთხოვდნენ და სიმართლე იზეიმებდა. რას ვიზამთ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და იქნებ ამიტომაც მჯერა ზღაპრების .

ამის შემდეგ გადავწყვიტე არ მეაქტიურა, ვფიქრობდი არანაირი აზრი არ აქვს-მეთქი. ადამიანს დაღეჭილ სიმართლეს რომ დაუდებ თვალწინ, რომელიც არ ესმის და რომელსაც არ ცნობს, რთულია ისაუბრო პოლემიკის, წერის ან აზრის გამოხატვის აზრიანობაზე. თუმცა ამ უკანასკნელ პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა მაიძულა კვლავ მეთქვა ორიოდე სიტყვა, რასაც როგორც ადრე, ცალ ყურში შევუშვებთ და მეორიდან გამოვუშვებთ.

სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე ჩემი და ჩემი მეგობრების სოციალური ქსელის გვერდები “სქრინშოთებით” აჭრელდა. ციებ-ცხელება თვითმმართველობის წევრების საუბრების გამოაშკარავებით დაიწყო. სტუდენტები, რომლებიც ” იცავენ ” სტუდენტების ინტერესებს და ამაყობენ აპოლიტიკური განყობით, ჩარეული აღმოჩდნენ ბინძურ ქართულ პოლიტიკაში. ბიძინა თუ ვანო, შალვა თუ გრეჩიხა – აი რითია სავსე მათი ფიქრები მაშინ, როცა ბაზების დროულად არგახსნას უნდა აპროტესტებდნენ. ადამიანის პოლიტიკური შეხედულება მისი პირადი საქმეა, მაგრამ თვითმართველობის მიერ ნაციონალების გაპიარება და მათთვის პროპაგანდის გაწევა, ამის სანაცვლოდ კი გარანტირებული სავარძლები მაღალ თანამდებობაზე როგორც მინიმუმ უხერხულია მაქსიმუმ კი … ეჰ…

მანამდე კი შეხვედრა იყო ქვეყნის პრეზიდენტთან. როცა ერთ-ერთმა სტუდენტმა კითხვა დასვა, თუ რა ნიშნით აირჩიეს სტუდენტები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ,  კომენტარების ქარიშხალი დაგვატყდა თავს. ორ ნაწილად გავიყავით- ვისაც გვჯეროდა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ თვითმმართველობის წევრები ( და მხოლოდ ამ ნიშნით შეირჩნენ) და თვითმმართველობის წევრები. დაიდო ფოტო-სურათი, რომელშიც დაჩი გუბაძე მეგობრებს / კოლეგებს უკმაყოფილო სტუდენტების გაფარჩაკებას სთხოვდა. ამან სტუდენტები კიდევ უფრო გაანაწყენა. არც ერთ მხარეს არ დაუშურებია ძალისხმევა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სტუდენტთა ზომბირება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. თვითმმარველობის წევრებმა ეს სურათი ” ფოტოშოპის” პროდუქტად შერაცხეს ( სხვას რას იტყოდნენ? – აღსანიშნავია ის ცინიკური დამოკიდებულებმა, რომელსაც მხოლოდ მხილებული, ” კუდამწვარი” ადამიანი ნერვულად გამოხატავს). სულ ცოტა ხნის წინ კი ამის “დამადასტურებელი საბუთიც” გამოაქვეყნეს, რაზეც ილო ბაბუხადიამ, ვფიქრობ არგუმენტირებული პასუხი გასცა.

რაც იყო, ამას ყველა დაინტერესებული ადამიანი ნახავს. საკმარისია სურვილი და მონდომება. მე მხოლოდ მსურს ანალიზი გავაკეთო და თვითმმართველობის წევრებს შევახსენო, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აზროვნება შეუძლიათ. ძვირფასებო, რატომ მაინც და მაინც დღეს და არა იქამდე სანამ “სქრინშოთი” დაიდებოდა, სადაც თვითმმართველობას ამხელენ ?! რატომ აქამდე არა?! ან იქნებ ილოს არგუმენტებზე არგუმენტირებული და არა ცინიკური / არაფრისმთქმელი პასუხები გაგეცათ, იქნებ მერე მაინც დავფიქრებულიყავით ან დავეჭვებულიყავით?  ამ სურათების ექსპერტიზაზე წაღებას არავინ აპირებს, მაგრამ პირადად ჩემთვის ნათელია – მას შემდეგ, რაც თვითმართველობის გულისამრევ – არსობრივი შიდა დიალოგები გამოქვეყნდა, დაიწყო “თავდასხმა” მამხილებელზე.  ბავშვურია, ბოროტულია, ამაზრზენია, ბინძურია ..

პ.ს. მაინც რას ხედავთ, ან რას გაძლევენ ზემოდან, რომ ყველაფერზე წასვლა გიღირთ?”

ყველაფერი გაგრძელდა იმით რომ 14 მარტს მოხდა:

რა მოხდა დღეს.

by  on 15/03/2012

მე ვარ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი თორნიკე უსტარაშვილი – ერთ – ერთი იმ 4 სტუდენტიდან, რომლებსაც დღეს, 14 მარტს, დაახლოებით შუადღის 3-ის ნახევარზე, თსუ-ს მე-2 აკადემიური კორპუსიდან მე-8-ში ასვლის დროს, შუა ჭავჭავაძის პროსპექტზე, მოულოდნელად მოგვიხლოვდა დაახლოებით 7-8- კაცი და “გაყოლა და კაცურად დალაპარაკება” მოგვთხოვა.

სანამ ამბის დეტალებზე გადავალ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არც მე და არც ერთი ავტორი სტუდენტურ ბლოგზე არ ვართ არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, არც აქტივისტი და არც რაიმე სახით მხარდამჭერი! სტუდენტური ბლოგი არის მკაცრად აპოლიტიკური ვებ-გვერდი და ერთადერთი სფერო, რომლითაც ჩვენი ბლოგის ავტორები წერის დროს ვართ დაინტერესებული, არის სტუდენტური ცხოვრება და პრობლემატიკა.

ასევე, ჩვენ მრავალჯერ აღგვინიშნავს და ახლაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ, ზოგადად სტუდენტური თვითმმართველობა მიგვაჩნია ჩანასახშივე უფუნქციო ინსტიტუტად და შესაბამისად,არც უწინ და არც ახლა, ჩვენს ინტერესებში არ ყოფილა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.

ახლა უშუალოდ მომხდარზე:

უნივერსიტეტში დაახლოებით 2 საათისთვისთვის მივედი, ჩემს მეგობარ და კურსელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად. 3 საათზე ლექცია გვქონდა, მაგრამ ადრე მისვლამ მოგვიწია, რადგან 17 მარტის რუსეთ-საქართველოს რაგბის მატჩის ბილეთების საყიდლად კურსელებს ფული უნდა შეგვეკრიბა. თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ შევხვდი ასევე თსუ-ს სტუდენტს სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტიდან ზვიად მამფორიას და ჩემს კურსელს თორნიკე ჯავახაძეს. კურსელს, რომელიც ბილეთების ფულს კრებდა, ფული მივეცით და რადგან ლექციამდე კიდევ გვქონდა საკმარისი დრო დარჩენილი, მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ თსუ-ს მე-8 კორპუსში ასვლა და ლათინური ენის ლექტორთან ჯგუფში ჩაწერა. თორნიკე და ზვიადიც გამოგვყვნენ. მე-8 კორპუსამდე ნახევარი გზაც არ გვქონდა გავლილი, როცა მოგვიახლოვდა დაახლოებით 7-8- კაცი და მათგან ერთ-ერთმა, რომლის სახელი და გვარიც არ ვიცი, მაგრამ თსუ-ში ადრე მომხდარი მოვლენებიდან ჩემთვის სახეზე ცნობილია, არის თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ეს წევრი:

მას თან ახლდა თსუ-ს ცენტრალური სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტი ბექა ახლოური:

და იურიდიული ფაკულტეტის თვითმმართველობის წევრი დავით ხეჩიკაშვილი:

ამ 7-8 კაციანი ჯგუფის დანარჩენი წევრები არ ვიცი, იყვნენ თუ არა თვითმმართველობის წევრები, რადგან მათი არც ვინაობა ვიცი და არც სახეზე ვცნობ, თუმცა, ფაქტია, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს ჩემი და ჩემი მეგობრების შუა ჭავჭავაძის პროსპექტიდან “მოტაცებაში”.

პირველ სურათზე გამოსახულმა მკითხა, ვიყავი თუ არა თორნიკე უსტარაშვილი და ჩემი თანხმობის შემდეგ, მომთხოვა გავყოლოდით სალაპარაკოდ. ჩემი უარის შემდეგ, მან მითხრა, რომ სალაპარაკოდ ეს არ იყო შესაბამისი გარემო და “ერთი წუთით” უნდა გავყოლოდით და “კაცურად” გველაპარაკა. ამას მოჰყვა პროვოკაციული რეპლიკები “რა იყო, თმა როგორ გაგზრდია, ბიჭო?!”, “ფეისბუქზე ხომ კარგად ლაპარაკობ და მოგვყვები? ახლა რატომ არ მოდიხარ?”. იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიციულად, თვითმმართველობის წევრებთან “კაცურად ლაპარაკი” არასდროს შემოიფარგლება მხოლოდ ვერბალური კომუნიკაციით და არც ახლა ეტყობოდათ, რომ რამე არსებული პრობლემის ცივილური გზებით გადაჭრას აპირებდნენ,  მე მას შევთავაზე, ჩემთან ერთად ამოსულიყვნენ მე-8 კორპუსში, სადაც საქმე მქონდა ლექტორთან, და ამასობაში, გზაში, გველაპარაკა ცივილიზებულად. მან გადამხვია ხელი და ჩემს მეგობრებთან და მის თანხმხლებ პირებთან ერთად ასე ვიარეთ დაახლოებით 20-30 მეტრი, სანამ არ მივუახლოვდით თსუ-ს მე-3 კორპუსში შესასვლელი თაღის ჩასახვევს ჭავჭავაძიდან, სადაც მან კიდევ ერთხელ მოითხოვა გაყოლა. ჩემი მორიგი კატეგორიული უარის შემდეგ, ჩემს მეგობარ გიორგი კოპალეიშვილს და ზვიად მამფორიას, ცალ-ცალკე 2-2-მა კაცმა მოჰკიდა ხელი და ძალის გამოყენებით, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ წაიყვანა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თსუ-ს მე-3 კორპუსის თვითმმართველობის ოთახში. ჩემი ძალის გამოყენებით წაყვანა სცადა ბექა ახლოურმა, რომელსაც ხელიდან დავუსხლტი და დავრეკე საპატრულო პოლიციაში. ბექა ახლოური ამასობაში ჩავიდა მე-3 კორპუსში და მონაწილეობა მიიღო გიორგი კოპალეიშვილისა და ზვიად მამფორიასთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში. საპატრულო ეკიპაჟი დაახლოებით 5-10 წუთში მოვიდა, თუმცა ამასობაში, გაიგეს რა პოლიციის გამოძახების შესახებ, სასტიკად ნაცემ ზვიად მამფორიას, რომელსაც მოგვიანებით საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, სახელდახელოდ მობანეს სახიდან სისხლი (სავარაუდოდ, გატეხილი თავიდან წამოსული სისხლი ვერ შენიშნეს) და ასევე ნაცემ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად გამოუშვეს გარეთ, თვითონ კი, ცალ-ცალკე მიიმალნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია 2 ადამიანის ლამის გაკოჭილ მდგომარეობაში აკადემიური შენობაში შეყვანის ფაქტზე (თსუ-ს რექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატრული უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძახა, არ არის სიმართლე.) ასევე, თსუ-ს მე-3 კორპუსის 0 სართულზე მდებარე თვითმმართველობის იმ კაბინეტში, სადაც ბიჭებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემთხვევიდან სულ რამდენიმე წუთის შემდეგ პატრულთან ერთად ჩასულს, დამხვდა გოგონების შეხვედრა, რომლებიც, როგორც გიორგი და ზვიადი ამბობენ, მათი იქ ძალით ჩაყვანის მომენტშივე ოთახიდან გავიდნენ, თუმცა, მოგვიანებით მოსულ ჟურნალისტებს, ამ გოგონებმა განუცხადეს, რომ ოთახში 2 საათის განმავლობაში, შეუსვენებლად მიმდინარეობდა მათი შეხვედრა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ  ძალადობის და სხვა სახის უკანონო ფაქტების ჩამდენები ჩვენს უნივერსიტეტში არათუ სარგებლობენ დაუსჯელობითა და ხელშეუხებლობით, არამედ მათ თავიანთი მხარდამჭერები და ხელშემწყობებიც ჰყავთ.

როდემდე გაგრძელდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, საწინააღმდეგო აზრის დევნა, კონსტრუქციული კრიტიკის პირად შეურაცხყოფად მიღება და ამის საფუძველზე ფიზიკური ანგარიშსწორება, მხოლოდ ჩვენზე – სტუდენტებზეა დამოკიდებული…”

(წყარო ისევ ზემოთ აღნიშნული სტუდენტური ბლოგია.)

… და ყველაფერი უნდათ რომ დამთავრდეს:

Image

გუშინდელ სრულიად ბლოგოსფეროს მიერ არაერთხელ დადებული პოსტი ალბათ ყველას ახსოვს , სადაც ჩვენ თსუს თვითმართველობას მივმართავდით ხომ?

ღია წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას

Posted: March 14, 2012 | Author:  | Filed under: Uncategorized | Modify: Edit this |2 Comments »

!!! “გავერიე მარაქაში” ჰქვია ამ ჩემს საქციელს, მაგრამ ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და ვერ გავჩუმდი… თქვენ ხართ ყლეები.

და არანაირ პატივისცემას არ იწვევთ ჩემში!
თაკა”

ამჯერად მე პირადად საკუთარ პოზიციას დავაფიქსირებ და ვიტყვი:

მე მჯეროდა რომ ვცხოვრობდი ქვეყანაში სადაც პატრული პატრულობდა და სიმართლეს რომელსაც თუნდაც ჩვენ (ანუ ხალხი) გაიძულებდით დაგენახათ, ადექვატური რეაქციები შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ჰო, მჯეროდა ცოტა აბსურდულად ჟღერს, თქვენ გვაჯერებდით და ჩვენ ნაცარს ვიყრიდით და თავს ვაქიცინებდით,რომ “ჩვენ გვიცავს ჩვენი პატრული”/ მიუხედავად იმისა რომ ბევრ რამეს სხვანაირად ალამაზებდით და თქვენს ვერსიებს გვტენიდით, მე მაინც ბოლომდე მიმაჩნდა რომ ფაქტებით როდესაც დაგიდებდათ ხალხი სიმართლეს, ის ხალხი რომლის წყალობითაც სხედხართ მანდ სადაც სხედხართ, სათანადო ყურადღებას თუ არ მიაქცევდით, ასე აბუჩად მაინც არ აგვიგდებდით.

თუმცა, მე ჯერ ახალგაზრდა და “ვერშემდგარი” ჟურნალისტი ვარ,რომელიც ბევრ რამეში მარტო იმიტომ ცდება რომ ჯერ კიდევ სჯერა ადამიანობის და სურვილი აქვს რომ მის ქვეყანას რამე ეშველოს.

ძვირფასო, “შინაგან საქმეთა სამინისტროვ” თქვენ ხართ ნაგვები, ამ შეთითხნილი ოქმის გამო და არ გეშველებათ!

თქვენდამი ყოველგვარი პატივისცემა დაკარგული მოქალაქე.

თაკა

Posted in Uncategorized | 2 Comments

ღია წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას

!!!

“გავერიე მარაქაში” ჰქვია ამ ჩემს საქციელს, მაგრამ ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და ვერ გავჩუმდი…

თქვენ ხართ ყლეები.

და არანაირ პატივისცემას არ იწვევთ ჩემში!
თაკა
Posted in Uncategorized | 3 Comments

ჩემი მეგობარი ლუი

 

ჩემი მეგობარი ლუი,
პატარა,კოხტა დიასახლისი ქალია.
ეშხიანი თვალებით, ლამაზი კაბებით
და ქმრის პოპულარობით ცნობილი.
ხშირად,როდესაც ვეკითხები
\”როგორია ცნობილი ადამიანების ცხოვრება\”
მპასუხობს \”სხვის სახელს ამოფარებული\” – სევდიანად იღიმის
და მარჯვენა არათითზე წამოცმულ ბეჭედს ნერვიულად ათამაშებს.
\”როგორია ცნობილ ადამიანთან ცხოვრებათქო\”,როცა ვეკითხები.
მის ნაშრომებთან ცხოვრებაა და არა მასთანო ამბობს.
ლუის იასამნისფერ სახლში ოთახის თაროები,
ეროტიკული ფილმებითაა გადავსებული.
\”ვიღაცას ალბათ გარყვნილი დედაკაცი ვგონივარ.
ჟურნალისტებმა არაერთხელ დაწერეს თითქოს,
ეს ყველა ფილმი, ჩემი ვნებიანი ღამეების სიუჟეტია
სულ სხვა გმირებით.\”
ხო,ლუის უყვარს ეროტიკა.
ეროტიკა რომელშიც სხვები თამაშობენ.
ეროტიკა რომელსაც მისი ქმარი იღებს.
ქმარი რომელიც თითქმის არასოდესაა შინ.
შინ სადაც ლუი, ცნობილი რეჟისორის ცოლობას ითავსებს
და წყენით დასძენს:
\”მე ვერასოდეს ვიქნებოდი ჩემი ქმრის მუზა,
ოღონდ აქ არა, ახლა არა…
ამ ცხოვრებაში, ერთგული თაროს ფუნქცია მაქვს.
თაროსი, სადაც ის ფილმები ინახება – რასაც არ იღებს.\”

Posted in განწყობა, ლექსი, პოეზია, ჩემი, just | დატოვე კომენტარი

sky is a limit

აქ ცა იყოფა,
დედამიწას ეკარგება ფერი ხანდახან.
ნაცრისფერია ყველა ხე და
მიწა მომწვანო.
მავთულხლართებში ბეღურა ხარ,
– დღეს ფრთებს დაკარგავ.
თუმცა საშველად არ მომიხმობ,თუნდაც ეწამო.
შენი თვალები
როგორც ღამის ორი გუშაგი –
ყარაულობენ ჩემს სიტყვებს და
სუნთქვის აკორდებს.
შორს ვიღაც გელის მთის ფერდობზე,
ხელებით მზისკენ
და მე არ მიკვირს,
როცა ვინმე მზესთან გატოლებს.

აქ კი ცა – ორად იხლიჩება,
მთვარე დგას ცენტრში.
საგუშაგოდან გვემუქრება თითქოსდა ღმერთი.
თუმცა…ხო,თუმცა აბსურდია,სასაცილოა.
სულ რომ უნდოდეს
ღმერთი ციდან ვერაფერს გვესვრის.
წრიალებს მიწა,
დედამიწას არითმია აქვს.
ქარი მის მიერ გამალებულ ამოსუნთქვებს ჰგავს.
თენდება თითქოს –
მზე მიიწვენს მთვარეს მუხლებთან
და ეს სამყაროც ჩვეულ ყოფას დაუბრუნდება.

თუმცა ჩვენ აღარ.
ჩვენ დავმთავრდით.აღარ ვიწყებით
და შეგრძნება მაქვს
თითქოს უკვე დროშიც ვიწვებით-
როგორც მზის გულზე დაგდებული თევზი-მედუზა
და მანამ, სანამ,
სულ ბოლოჯერ, ალბათ გეკუთვნი,
მინდა რომ, ძალა იპოვნო და
თუნდ დამეღუპო.

შენმა თვალებმა,
როგორც ღამის ორმა გუშაგმა,
მამცნონ, რომ ღმერთზე უფრო მეტად
– ჩემი შიში გკლავს
და მაინც, გინდა
მოგცე პური – ჩემი სხეული,
რადგან უჩემოდ
შენთვის ქუჩა –
ძაფის გორგალს ჰგავს.

ქუჩას რომელიც იკარგება,
ხდება ხვეული,
ანუ ეს გზაა,გზა – რომელიც არსად მიგვიყვანს.

 

Posted in განწყობა, ლექსი, პოეზია, ქარი, ჩემი, ცა | დატოვე კომენტარი

მე გეუბნები

მე გეუბნები, – ყველა ქუჩა, გზა, ბილიკი. 
ჩიხი, ქალაქი, სოფელი, დაბა – 
სულ ყველაფერი ორჯერ უნდა გადაიკვეთოს, 
თუ ერთხელ უკვე 
თუნდ შემთხვევით გამოიარე. 

მე გეუბნები, – უნდა დავსველდეთ 
წვიმაში, თოვლში, სეტყვაში. 
ტალღით, მეზობლის მიერ გადმოსხმული წყლითაც ფანჯრიდან, 
უნდა დავსველდეთ მეორედაც, 
თუ ერთხელ უკვე , გავილუმპეთ ანუ დავსველდით. 

მე გეუბნები, – უნდა გვიყვარდეს, გვტკიოდეს, გვძულდეს, 
გვიხაროდეს. უნდა დავეცეთ, ავდგეთ, ვცადოთ. 
უნდა ვიბრძოლოთ მეორედაც, თუ ერთხელ უკვე 
ვერ გავიმარჯვეთ. 

მე გეუბნები, – აქ ისტორია მეორდება, 
ჩვენ ვმეორებით. 
გზები,ქუჩები,ქალაქები. 
წვიმები,წყლები. 
ტკივილი,ცრემლი სიხარულის, 
ბედნიერება. – 
აქ ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს.ერთმანეთისას. 

მე გეუბნები, ორჯერ გადმოვჭერ მდინარე, 
მარჯვნიდან – მარცხნივ,მერე უკან,ისევ პირიქით. 
ადრე მახსოვდა წყალს მივეცი შენი თავი,მას გავატანე. 
ვერსად გპოვე,ვეღარ გიპოვნე. 
გეუბნები ორჯერ, ორჯერ ხდებათქო ყველაფერი. 
ნეტავ რა წყალმა წაგიღო ან საით წაგიღო, 
ნეტავ რა ტალღამ გაგრიყა ან საით გაგრიყა. 
მინდა დაბრუნდე, რომ ისევე წყალმა წაგიღოს. 
უკვე მეორედ.

Posted in ლექსი, პოეზია, ჩემი, just, Uncategorized | დატოვე კომენტარი