saturday night

1.
რა უაზრო შაბათის ღამეა,შაბათობით ასე არ ვარ ხოლმე.
ღამე არა უკვე თენდება – გეუბნება და იცინის.
ჰო, კვირა დილა დაარქვი თუ გინდა, მაგრამ ასე არ ვარ ხოლმე.
დაარქვი არა კვირა თენდება – გეუბნება და იცინის.

გაღიზიანებს.
იმდენად გაღიზიანებს მზად ხარ თავზე გადაალეწო ის ყავის ჭიქაც, ის საფერფლეც.
საკუთარი კბილებიც კი სათითაოდ გამოგლიჯო ყბიდან და თავზე გადაალეწო, ოღონდ აღარასოდეს გაიცინოს.

ჩუმდები და გამჭოლი მზერით უყურებ.
არა თვალებში, არც ტუჩებზე, არც სახეზე, არც ხელებზე, სადღაც უსასრულობაში იყურები მაგრამ ზუსტად იცი რომ უყურებ.ხვდება.

სიამოვნებით მომკლავდი ხომ? – იცინის.
სიამოვნებით – ამბობ ისე თითქოს პირს არ ამოძრავებდე.
შეგიძლია?
მე ყველაფერი შემიძლია – ამბობ და ხვდები რომ ყველაზე უსუსური ხარ.
დალევ? – გეკითხება და არყის ბოთლს თვალებთან გიტრიალებს.
არა – ჩურჩულებ.
გეშინია – დაგცინის.

2.
…მეშინია.ახლა შენ რომ ეს ბოთლი გახსნა ისეთ ხასიათზე ვარ ბოლომდე დავცლი,
მერე ბოთლს გადაგალეწავ, ნამსხვრევებით სხეულს და სახეს დაგისერავ და გიყურებ სანამ სისხლისგან არ დაიცლები.
თითქოს ესმოდეს რასაც ფიქრობ.

შეგიძლია? – ისევ იცინის.
– შეგიძლია სიცილი შეწყვიტო?
– რატომ?
– გული მერევა.
– თუ გეშინია? – იცინის.

…მეშინია.მინდა რომ სამუდამოდ ჩაიგდო ხმა, მინდა რომ ცხოვრებაში ეს შემზარავი სიცილი აღარავის ესმოდეს, მინდა რომ პირს რომ გააღებ დამსკდარი ღრძილებიდან სისხლს ვხედავდე. – ფიქრებში პასუხობ.

სისხლი გამშვიდებს ხო? – კიდევ გაგშიფრა
– არვიცი.
ამ ბოლო დროს მანიაკალური ფიქრები გაქვს.
– არვიცი.
ადამიანის მოკვლა მართლა შეგიძლია?
– არვიცი.
რომ შეგეძლოს პირველი მე მომკლავდი ხო?
– არვიცი!არვიცი!არვიცი! თავს არ დამანებებ? რატომ მოხვედი საერთოდ?
შენ მომიყვანე – ეცინება.

3.
ხო, შაბათი საღამო იყო, ბევრი დავლიე, დავრეკე და ვთხოვე მოსულიყო.
ღამე მარტო ყოფნის მეშინია და იმიტომ ვთხოვე.
სხვისთვის მაინც მეთხოვა?!

– შეიძლება მშიშარა ადამიანები მკვლელები გახდნენ? – ეკითხები
შეიძლება – ეცინება.
– ვინმე რომ მოვკლა მერე ღამე მარტოობის აღარ შემეშინდება?
შეგეშინდება.
– მართალია მკვლელებს თავიანთი მსხვერპლები რომ ესიზმრებათ?
შესაძლოა.

… არ უნდა მოვკლა, ისედაც თვეში ორჯერ მესიზმრება.

– გეშინია? – იცინის.
ხმას არ იღებ.
– რომ გესიზმრები ხოლმე გეშინია?
ზედ არ უყურებ.
– იმიტომ არ მკლავ რომ გეშინია დაგესიზმრო?
ხელებს წელზე ხვევ, შუბლს მუცელზე აბჯენ.
– რა უაზრო შაბათის ღამეა შაბათობით ასე არ ვარ ხოლმე.

About takacinderella

“They can’t order me to stop dreaming.” - Cinderella
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s