სისხლიანი წმინდა ნიკოლოზი

1.
თეთრი დილა.
ბავშვები,დიდები,მოხუცები,მანქანები,მაწანწალა ძაღლები. თბილისი იღვიძებდა.
თოვლი, ბევრი თოვლი.
ხეებზე, სახლებზე, მანქანებზე, გზებზე, ყვავილების გამყიდველი ბაბუს მხრებზე, მიწისქვეშა გადასასველილში მჯდომი ბებოს კალთაზე, გუნდა მოხვედრილი ჩემი მეზობელი ბავშვის კისერსა და კაშნეს შორის და ფანჯრის რაფაზე – ჩემთვის.
ხელის გულებს “რეშოტკებში” ვაძვრენდი მთელი დილა და ფიფქებს ვიჭერდი.
სიცხე მქონდა,ხველისგან გადაღლილი ფილტვები კი პერიოდულად ისე მტკივდებოდა სუნთქვა მიჭირდა.
თბილისში კი ბარდნიდა, ბარდნიდა და მიწა დამშეული ბარტყივით უშვერდა პირს ციდან წამოსულ ფიფქებს.
2.
– უკრაინაში რა ხდება?
– ყლეზე არ გკიდია?
…გავჩუმდი.

– ვინაა დიმიტრი ლორთქიფანიძე?
– მოგცლია რა.
– და მაინც ვინაა?
– ყლეა.
…მხრები ავიჩეჩე.

– სოსო ჯაჭვლიანს რატომ აგინებთ ყველა?
– ყლეა, ვიდეო არ ნახე?
– ვნახე მაგრამ…
– ჰოდა ყლეა.
…ტუჩების უაზრო მანერა მაქვს მაშინ როცა აღარ ვიცი რა ვთქვა,მარჯვენა მხარეს ვგრიხავ.ჰოდა გადავგრიხე.

– რაზე გელაპარაკო არვიცი
– რატომ უნდა მელაპარაკო?
…აჰა მოდი და ელაპარაკე მართლა ამას რამეზე

– შენი დადებული ლინკი ვნახე
– ხოო?
– კი, მომეწონა, მართალია მე მასეთ მუსიკას არ ვუსმენ მაგრამ მომეწონა.
– ხო, შენ უგემოვნო მუსიკას უსმენ.
– ხო, მე უგემოვნო ვარ ზოგადად… -მაწყვეტინებს.
– გინდა გითხრა მაგ წინადადებას როგორ დაამთავრებ?
– როგორ?
– „უგემოვნო რომ არ ვიყო შენთან რა მინდა?!“ – ეცინება.
…ვუღიმი და ვფიქრობ რომ არ იქნებოდა ამ შემთხვევაში ჩემი ეგ აკვიატებული ფრაზა უაზროდ გამოყენებული.

-ჩაის დალევ?
-ლიმონი გაქვს?
-მაქვს
-ჩაის არაყი მირჩევნია მაშინ, უცებ გავთბები.
-გალოთდი ხო?
-ძალიან გაინტერესებს?
-არა. – ვამბობ გაღიზიანებული და არყის და ლიმნის მოსატანად გავდივარ.
3.
– იცი, თოვლს ყველაზე მეტად სისხლი უხდება.
მთელი ორი საათია სიტყვა არ უთქვამს ისე სვამდა და უცებ დავიბენი.
გაოცებული მზერის დანახვაზე, თითქოს ნანატრი პუბლიკა იპოვაო გააგრძელა. -სანტა-კლაუსსაც მაგიტომ აცვია წითელი ფორმა, თეთრი-წითელზე ძალიან ლამაზია.სავარაუდოდ სულ სხვანაირი ამბავი იყო მაგ სანტას თავს და ჩვენთან დამახინჯებულმა ვერსიამ მოაღწია.
– რას ბოდავ? – მეცინება
– გინდა ზღაპარი მოგიყვე?
– მაინც მოყვები მინდა თუ არა
– და შენ მომისმენ
-ხო, მოგისმენ
-მოკლედ, იყო და არა იყო რა, ვინმე სერიული მკვლელი ნიკოლასი, რომელიც თავის თავს წმინდანს უწოდებდა.როგორც მაგალითად დევიდ ბერკოვიჩი, ჯეფრი დამერი,სისხლიანი ჯონი და ა.შ. საშობაოდ იპარებოდა სახლებში და სატყუარას სახით რადგანაც შობა იყო მიჰქონდა სათამაშოები ან კანფეტები, მერე კი ბავშვებს ხოცავდა.თავს ალბათ ვარსკვლავად უკიდებდა მშობლებს ნაძვის ხეზე.ნაწლავებს და შიგნეულობას ბუხართან ჩამოკიდებულ წინდებში ტენიდა და ტანიდან გამოსული სისხლით თოვლიან ეზოში წერდა სეინთ ნიკოლასს.
– ასეთი უცნაური ვერსია თოვლის ბაბუას რეალურად არსებობისა არასოდეს გამიგია.
– ვერც გაიგებდი სიმართლის ყველას ეშინია ზოგადად, ეს სიმართლეც სადღაც მიჩქმალეს და დაიკარგა.დაგვრჩა მარტო წვერებიანი ბიძა, წითელი ფერის (რომელიც ადრე სისხლის გამო იყო ალბათ) ტანისამოსით, წინდები ბუხართან სადაც ვითომ საჩუქრები უნდა ჩადოს და უაზრო ზღაპარი ვითომ კეთილი ბაბუის არსებობისა.
– ტვინი მოგიყინა თოვლში სიარულმა, ან არაყი ცუდათ მოქმედებს.
-გეუბნები, თოვლს ყველაზე მეტად სსხლი უხდება და თუკი ვინმე სეინთ ნიკოლასი არსებობდა მას ეს პირველს უნდა აღმოეჩინა.
4.
გავიღვიძე, მაღაზიაში მინდოდა გასვლა სიგარეტი აღარ მქონდა.
მაღაზიის კიბეებზე კაი გემოზე ავსრიალდი და ისედაც არაერთხელ გატეხილი ცხვირი კინაღამ დავაფშვენი ყინულზე.
მომენტალურად გადაწითლდა ყინული.
მეზობელმა რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი, სიცილით მითხრა ფრთხილად იარეო და ნოვას სალფეთქი მომაწოდა.
– არ მინდა მადლობა, თქვენ იცოდით რომ სანტა კლაუსი სერიული მკვლელი იყო და თოვლს ყველაზე მეტად სისხლი უხდება?
საწყალი ისე დაბნეული და გაოცებული მიყურებდა, თითქოს საწყალი მე ვყოფილიყავი.

About takacinderella

“They can’t order me to stop dreaming.” - Cinderella
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s